I დღეს დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის შეხვდა. ქართველმა მონღოლს აქამდე შვიდჯერ მოუგო, მაგრამ ამჯერად უვატენაგეს ილეთით დამარცხდა (მე-17 წაგება).
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ოძეკი ტერუნოფუჯია (1:4 ურთიერთშეხვედრებაში)
მე-9 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ბაშო გამარჯვებით დაიწყო, მან კოტენაგეს ილეთით დაამარცხა სადანოუმი (კარიერაში პირველად) და ახლა მიოგირიუს შეხვდება (1:5 ურთიერთშეხვედრებში).
I დღე
(მნიშვნ. ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (უვატენაგე), ჰაკუჰო-იკიოი (ცუკიოტოში), კაკურიუ-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), ამინიშიკი-კისენოსატო (ოშიტაოში), ტერუნოფუჯი-შოჰოზანი (კიმედაში), კოტოშოგიკუ-ტაკარაფუჯი (ცუკიოტოში), გოეიდო-აოიამა (ჰიკიოტოში), გაგამარუ-სადანოუმი (კოტენაგე).
II
(მნიშვნ. წყვილები): ჰაკუჰო-ამინიშიკი, კაკურიუ-ტაკარაფუჯი, ჰარუმაფუჯი-შოჰოზანი, ტოჩინოშინი-ტერუნოფუჯი, კოტოშოგიკუ-იკიოი, გოეიდო-იჩინოჯო, კისენოსატო-ტოჩიოძანი, გაგამარუ-მიოგირიუ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"