ბაშო გაუქმდა, იაპონია შოკშია

AutoSharing Option

იაპონიაში არნახული სკანდალია - იმის გამო, რომ რამდენიმე სუმოისტი ჩაწყობილ ორთაბრძოლებში გამოიჭირეს, სუმოს ასოციაციამ საერთოდ გააუქმა წლის მეორე, გაზაფხულის ბაშო, რომელიც 13-27 მარტს ქალაქ ოსაკაში უნდა ჩატარებულიყო. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა - ბაშო იაპონიაში 1945 წელსაც კი ჩატარდა, როცა ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოყარეს. ერთადერთი 1946 წლის გაზაფხულის ბაშო არ გამართულა, რადგან ტოკიოს "კოკუგიკანის" რეკონსტრუქცია ვერ მოესწრო.

ბაშოს გაუქმების მიზეზია ჩაწყობილი ორთაბრძოლებია, რომლებზეც ეჭვი ჰქონდათ, მაგრამ აქამდე ვერ მტკიცდებოდა. სუმოს წინა სკანდალისას, როცა რიკიშების ნაწილი არალეგალურ ტოტალიზატორებში თამაშში ამხილეს,

მათი მობილური ტელეფონები პოლიციამ საგულდაგულოდ გაჩხრიკა. ორი მათგანის სმს-ს არქივებში კი საინტერესო მესიჯები აღმოაჩინეს ახლა უკვე ჩაწყობილ ორთაბრძოლებზე.

 

აღიარებითი ჩვენება უკვე დაწერეს ძურიოს დივიზიონის წევრმა ჩიოჰაკუჰომ და ყოფილმა სუმოისტმა კასუგანიშიკიმ, მაგრამ სუმოს ასოციაცია ამით არ დაკმაყოფილდა: დაინიშნა ფართომასშტაბიანი გამოძიება და იმის გამო, რომ გამოძიება გაზაფხულის ბაშომდე ვერ დასრულდება, სუპერტურნირი საერთოდ გაუქმდა. სუმოს ასოციაცია შეგნებულად მიდის მრავალმილიონიან ზარალს, ოღონდ ყველა დამნაშავე დაისაჯოს.

საბედნიეროდ, ქართველი სუმოისტების არც ამ სკანდალში ფიგურირებენ, - ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე), გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) და კოკაის (ლევან ცაგურია) სახელები არ გაჟღერებულა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული