![](https://sportall.ge/pictures/image31/2057057a4ae2d9ac6389ec6808137a6d.jpg)
ჩემპიონატის პირველ დღეს ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ ნიკა კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (96), ხოლო ედემი ბოლქვაძე (60) ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება, გულშემატკივარს ლაივ-სთრიმით მისი ხილვა კი ამ ბმულზე შეეძლება.
ნახევარფინალში კენჭაძემ თურქი მუჰამედ კუჩუკილდირიმი 1:07 წუთში წმინდად დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუს რუსტამ ბაგომედოვს დაეჭიდება.
ფინალამდე მაჭარაშვილმაც თურქ მეტოქეს - იბრაჰიმ ჩიფჩს აჯობა (13-5),
![ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: კენჭაძე და მაჭარაშვილი ფინალში, ბოლქვაძე - ბრინჯაოსთვის Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/c7ec567b88df92b3735687e2887437e9.jpg)
ბოლქვაძე ნახევარფანლში უკრაინელ ვლადიმირ იაცენკოსთან დამარცხდა (7-8), ბრინჯაოსთვის კი რუმინელ სტეფან კომანს დაუპირისპირდება.
დორტმუნდში ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი 2 ივლისს დასრულდება.