ჭაბუკებმა საევროპო გუნდები გაამზადეს

AutoSharing Option
ბოსნიის დედაქალაქ სარაევოს სპორტული დარბაზი `ზეტრა~ 3-8 აგვისტოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ნაკრებები სრული შემადგენლობებით გამოვლენ. მწვრთნელ თამაზ ბენდიანიშვილის გადაწყვეტილებით, `თავისუფალთა~ გუნდში ბესიკ ბოლქვაძე (42), ბექა ბუჯიაშვილი (46), ლევან ცალქალამანიძე (50), ლაშა ბითარაშვილი (54), დავით ბუზიაშვილი (58), ირაკლი მოსიძე (63), ლაშა გიგაშვილი (69), იაკობ პეტრიაშვილი (76), ლევან გოგრიჭიანი (85) და გენო პეტრიაშვილი (100) იჭიდავებენ. ვაჟა კრავეიშვილმა ბერძნულ-რომაული ნაკრები ასე დააკომპლექტა: ედნარ შავაძე (42), მურთაზ ჩაბრავა (46), შმაგი ბოლქვაძე (50) ამირან შავაძე (54), რამაზ სურმანიძე (58), ფირუზ წულუკიძე
(63), მათე ბერიძე (69), ლაშა გობაძე (76), რობერტ ქობლიაშვილი (85), იაკობ ქაჯაია (100).

ჩემპიონატში თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან - 3-4 აგვისტოს იჭიდავებენ. ამიტომ ბოსნიაში უფრო ადრე ისინი გაფრინდებიან - 1 აგვისტოს. ბერძენ-რომაელთა ასპარეზობის დღეები 7-8 აგვისტოა, ბოსნიაში კი 5-ში გაემგზავრებიან.
ამჟამად ორივე ნაკრები შეკრებაზეა - `თავისუფლები~ _ ვარიანში, ბერძენ-რომაელები _ თბილისში, `შევარდენის~ ბაზაზე, სადაც მათთან ერთად ისრაელის ნაკრებიც ვარჯიშობს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრებისთვის მსგავსი რამ ჩვეულებრივი ამბავია - წინა შეკრებებზე მათთან სავარჯიშოდ ავსტრიელებიც ჩამოვიდნენ და ბულგარელებიც.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული