გიორგი გოგშელიძემ მოლდოველს სძლია და ოლიმპიადის ნახევარფინალშია [+VIDEO]

AutoSharing Option
12 აგვისტოს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე (96) 1/4-ფინალში მოლდოველ ნიკოლაი ჩებანს დაუპირისპირდა და გამარჯვებული გამოვიდა.

ორთაბრძოლა ქართველმა ფალავანმა კარგად დაიწყო და ქულაც მალევე აიღო, შემდეგ კი აუღელვებლად და დამაჯერებლად წარმართა ჭიდაობა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა (1:0).

მეორე პერიოდში მეტოქეები არ რისკავდნენ და საქმეც წილისყრამდე მივიდა, სადაც გოგშელიძემ მეტოქის ფორმის ფერი - ლურჯი ბურთულა ამოიღო. მოლდოველმა ბოძებული შანსი ვერ გამოიყენა, ქართველმა კი თავი კარგად დაიცვა და იქეთაც შეძლო ქულის მოპოვება (იხილეთ ვიდეო).

ამრიგად გიორგი ლონდონის ოლიმპიადის
ნახევარფინალშია, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი იაკობ სტივენ ვარნერი იქნება. შეხვედრა მოჭიდავეებს შორის თბილისის დროით 13:36 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გოგშელიძემ 1/8 ფინალი უბრძოლველად გაიარა, რადგან მისი მეტოქე ეგვიპტელი სალეჰ მოსტაფა მოჰამედ ემარა ხალიჩაზე არ გამოცხადდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩაისვარა ამანაც ფუ არც უნდა მისულიყო მაგამდე ის ეგვიპტელი რომ გამოსულიყო მაგამდეც ვერ მივიდოდა აწი მაინც იქნებიან ობიექტურები ეს ჟურნალისტები და ყველა აღიარებს რომ ჩაისვარა ნაკრებმა
beqa
14:09 12-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული