"დათო, მამა, შენ გამოასწორებ" - გიორგი გოგშელიძე სპორტიდან მიდის

AutoSharing Option
"დათო, მამა, ოქრო ვერ არის, მაგრამ შენ გამოასწორებ" - ჩასძახა ლეიბიდან ჩამოსულმა გიორგი გოგშელიძემ კამერებს ბრინჯაოს მედლისთვის გამართული შეხვედრის დასასრულს და ისე მიაშურა გასახდელს. უხეირო რაკურსის გამო კარგად ვერ გაარჩევდი, ტიროდა თუ დაღლილობისგან მოხუჭა თვალები (იხილეთ ვიდეო).

თუმცა, როგორც უნდა იყოს, შეუძლებელია უემოციოდ მიიღო ეს სიტყვები და მით უფრო, არ თანაუგრძნო დიდ ფალავანს, რომელიც ოლიმპიური ოქროს გარეშე ასრულებს კარიერას... დიახ, კარიერას, რადგან სპორტიდან წასვლის შესახებ თავად სპორტსმენმა განაცხადა...

არავინ იცის, რამხელა ტკივილია ჩადებული ამ სიტყვებში. ვერც იმას დათვლის ვინმე, რამდენი
შრომა ჩადო კარიერის ასეთ დასასრულში. სამაგიეროდ, მისი გაწბილებაა სავსებით გასაგები... ის ხომ იმისთვის დარჩა სპორტში, ლონდონიდან ჩემპიონის გვირგვინით წასულიყო...

გუშინვე გოგშელიძემ ნახევარფინალში ამერიკელ იაკობ უორნერთან მარცხი მუხლის ტრავმით ახსნა - მყესები ჰქონია დაწყვეტილი! ამ ფონზე მისი მედალი კიდევ უფრო დასაფასებელია. არადა, ოდნავ ბედსაც რომ გაემართლებინა და უორენთან მეორე პერიოდში მისი ფერის ბურთულა ამოსულიყო, ალბათ, ჩემპიონიც გახდებოდა...

ყველაფრისთვის დიდი მადლობა დიდ სპორტსმენს, თუმცა ვიტოვებთ იმედს, ერთი სეზონი მაინც გადაიფიქრებს წასვლას და გაისად თბილისში ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველომ ოლიმპიადა გიორგი გოგშელიძის ბრინჯაოთი დაასრულა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
მსოფლიოში ყველაზე კარგი მამაა.. ყველაზე დიდი ვაჟკაცი, სუფთა წარსულის მქონე და წესიერი ადამიანია.. გოგშე!! შენ საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვებული და ყველაზე დასაფასებელი სპორტსმენი ხარ.. შენსავით არავინ ჭიდაობს.. ყველასგან განსხვავებული სტილი გაქვს.. N1 ხარ!!!..
Frigola
15:18 16-08-2012
0
გიორგი,შენ ამ ბრინჯაოთი უდიდესი სიხარული მოგვანიჭე და ოქროა ეს ჩვენთვის.მინდა ბევრი ყავდეს შენნაირი ვაჟკაცები საქართველოს
liana
19:52 13-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული