კოტე ხაბალაშვილი - ჩემ­პი­ო­ნო­ბით და­იწყო და და­ამ­თავ­რა

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე კოტე ხაბალაშვილისთვის (66 კგ) წლევანდელი სეზონი ქვეყნის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო და უფროსთა შორის ქვეყნის ჩემპიონობით დასრულდა.

შუა სეზონში კი ეს გორელი ფალავანი ტაილანდში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდან ვერცხლის მედლით მკერდდამშვენებული დაბრუნდა.

დაგვეთანხმებით, რომ ასეთი შედეგები საკმაო საფუძველია 20 წლის წარმატებული სპორტსმენის მკითხველისთვის ახლოს გასაცნობად. ხაბალაშვილს გორის დარბაზში მწვრთნელ ნუგზარ სხირელთან ერთად ვესაუბრეთ.

- ვიდ­რე ახალ­გაზ­რ­დებ­ში გად­მო­ვი­დო­დი და ნაკ­რებ­შიც მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი, ჭა­ბუკ­თა შო­რი­საც მქონ­და გარ­კ­ვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ისე მის გა­რეთ. გა­მო­სარ­ჩე­ვი კი ჭა­ბუკ­თა ევ­რო­პის
ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლის­ტო­ბაა.

წლე­ულს ნი­შან­დობ­ლი­ვი იყო სე­ზო­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნო­ბით დაწყე­ბა და დამ­თავ­რე­ბა, ოღონდ ჯერ ახალ­გაზ­რ­დებ­ში და შემ­დეგ დი­დებ­ში.

რა თქმა უნ­და, ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი უფ­რო ძნე­ლი მი­საღ­წე­ვი აღ­მოჩ­ნ­და, მაგ­რამ არა შე­უძ­ლე­ბე­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლო იყო ჩვე­ნი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის ფა­ვო­რი­ტის, გა­მოც­დი­ლი კო­ბა კა­კა­ლა­ძის ძლე­ვა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში.

გა­დამ­წყ­ვე­ტ შეხ­ვედ­რა­ში კი, ისე­ვე, რო­გორც ახალ­გაზ­რ­დულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში, კვლა­ვაც მე და ზუ­რაბ იაკო­ბაშ­ვი­ლი შევ­ხ­ვ­დით.

ორი­ვე ფი­ნა­ლი ჩე­მი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ მუ­დამ კრი­ტი­კუ­ლად ვარ გან­წყო­ბი­ლი და ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც არ მა­ვიწყ­დე­ბა, რომ იაკო­ბაშ­ვილ­თან ფი­ნა­ლებ­ში თა­ნა­ბა­რი პა­ექ­რო­ბე­ბი­სას ბურ­თუ­ლის ამო­ღე­ბი­სას იღ­ბა­ლი ჩემს მხა­რეს იყო. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ 66 კგ, კონ­კუ­რენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი წო­ნა აღ­მოჩ­ნ­და.

- თქვენს წო­ნა­ში უშუ­ა­ლოდ გო­რის დარ­ბაზ­შიც არ არის იოლი, იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი.
- გე­თან­ხ­მე­ბით. ამ წო­ნა­ში, ჩემ გარ­და, თენ­გიზ ჩო­ჩიშ­ვი­ლი, და­ვით ბერ­ძ­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ბა­ლი­აშ­ვი­ლი ჭი­და­ო­ბენ, რო­მელ­თაც ყვე­ლა ან­გა­რიშს უწევ­და უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ წო­ნის ფა­ვო­რიტ ოთარ თუ­შიშ­ვი­ლის წას­ვ­ლით ყვე­ლას გა­ცი­ლე­ბით დი­დი შან­სი მოგ­ვე­ცა პირ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის და მი­ხა­რია, რომ მე უკეთ გა­მო­ვი­ყე­ნე ეს შან­სი.

- წლე­ულს უცხოე­თის ას­პა­რეზ­ზე შენს გა­მოს­ვ­ლა­საც შე­ვე­ხოთ.
- ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უკეთ გა­მო­ვე­დი, ვიდ­რე ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ჯიბ­რე­ბე­ბის წი­ნა მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ში. ივ­ნის­ში, ზაგ­რებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბა­ზე, ახ­ლოს ვი­ყა­ვი კვარ­ცხ­ლ­ბეკ­თან და და­სა­ნა­ნი მარ­ცხის გა­მო მე-5 ად­გი­ლით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­მი­წია.

სექ­ტემ­ბერ­ში, ტა­ი­ლან­დის მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის შეკ­რე­ბა­ზე კი მწვრთნე­ლებ­თან ერ­თად კარ­გად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე ხარ­ვე­ზე­ბი და უკე­თაც გა­მო­ვე­დი, რად­გან მხო­ლოდ ფი­ნა­ლი დავ­თ­მე, მაგ­რამ ისიც მი­ნი­მა­ლუ­რი სხვა­ო­ბით.

ვფიქ­რობ, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვერ გა­ვე­დი რუს ყურ­ბა­ნა­ლი­ევ­თან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მსოფ­ლი­ოს ვი­ცეჩემ­პი­ო­ნო­ბა, ცხა­დია, ური­გო შე­დე­გი არაა, თა­ნაც ამ ასაკ­ში ჯერ კი­დევ მაქვს დრო, უმაღ­ლეს მწვერ­ვალს მი­ვაღ­წიო.

მო­მა­ვა­ლი წლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რიგ ახალ­გაზ­რ­დულ პირ­ვე­ლო­ბა­ზე ჭი­და­ო­ბით და­ვიწყებ სე­ზონს. სა­კუ­თა­რი ტექ­ნი­კუ­რი და ტაქ­ტი­კუ­რი დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად სა­მუ­შაო ბევ­რი მაქვს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ტრავ­მე­ბის მხრივ პრობ­ლე­მებს დი­დი ხა­ნია, არ ვუ­ჩი­ვი და არც მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა მაკ­ლია. ამი­ტომ მო­მა­ვალ­ში უფ­რო დი­დი წარ­მა­ტე­ბე­ბის იმე­დი მაქვს.

ნუგ­ზარ სხი­რე­ლი: "კო­ტე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი მხო­ლოდ იმის გა­მო ვერ გახ­და, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა აკ­ლ­და. ამ ახალ­გაზ­რ­და ფა­ლა­ვანს აშ­კა­რად ეტყო­ბა, რომ სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვა აქვს. გარ­და ამი­სა, იგი შრო­მის­მოყ­ვა­რეა.

კო­ტეს ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სუნ­თ­ქ­ვა აქვს ხა­ლი­ჩა­ზე და შეხ­ვედ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია შე­უს­ვე­ნებ­ლად იბ­რ­ძო­ლოს, შე­სა­ბა­მი­სად, მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­საც არ მის­ცეს მოს­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და და­ღა­ლოს. მსუ­ბუ­ქი წო­ნე­ბი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გო­რის დარ­ბა­ზის­თ­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ 66 კგ-ში გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი თა­ო­ბა გვყავს, რაშიც ოთარ თუ­შიშ­ვილ­საც მი­უძღ­ვის წვლი­ლი.

ამ ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ფა­ლა­ვნის გვერ­დით ვარ­ჯი­ში ნე­ბის­მი­ერ ახალ­გაზ­რ­დას წა­ად­გე­ბო­და. თა­ნაც ოთარს ყო­ველ­თ­ვის ახა­სი­ა­თებ­და თა­ნა­დარ­ბა­ზე­ლე­ბის­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული