ჭიდაობის ფედერაციაში 30 იანვარს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტრო შეასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობას და კვლავაც იკისრებს მედიატორის ფუნქციას ფედერაციებში არსებულ დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
სამინისტრო არ აპირებს მხარეებთან შეხვედრისა და კონსულტაციის გარეშე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას.
სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, გვერდზე გადადონ პირადი ინტერესები და ამბიციები და მთელი ძალისხმევა
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილის განცხადებით, 30 იანვარს მასსა და ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ლუკა კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.
"როგორც კი ლუკა კურტანიძე პრეზიდენტად მოვიდა, ყველა მწვრთნელი გადააყენა, მაგრამ ეს პრეზიდიუმთან უნდა შეთანხმებულიყო და ბრძანებაზე ხელი უნდა მოწერილიყო.
მარტო მე მქონდა ხელის მოწერის უფლება. ეს საკითხი პრეზიდიუმზე არ გაუტანიათ. რატომ არ მოაწერე ხელი ბიჭების გათავისუფლებაზეო?! - მე ვუთხარი, რომ ხელს არ მოვაწერდი, რადგან პრეზიდიუმთან არ არის შეთანხმებული და კანონიერი-მეთქი.
ამის შემდეგ უშვერი სიტყვებით მითხრა, დაიკარგე აქედან და დარბაზში აღარ დაგინახოო. ამ დროს მე არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ვარ! ხელი დამარტყა, წიხლი დამარტყა, მერე წავიქეცი და წიხლიც მომაყოლა. ფიზიკურად გამისწორდა", - აღნიშნა თემურ ყაზარაშვილმა.
ლუკა კურტანიძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა მოჭიდავე რაინდ აბრამიშვილმაც. მისი თქმით, კურტანიძემ იგი წააქცია და სცემა. აბრამიშვილის ინფორმაციით, თემურ ყაზარაშვილმა მას დაურეკა და "ტიროდა, ხელი დამარტყაო".
ასევე იხილეთ:
ლუკა კურტანიძემ თემურ ყაზარაშვილი და რაინდ აბრამიშვილი სცემა [VIDEO]