გუშინდელი პრესკონფერენციით მინისტრმა გუნდებს წარმატებაც მიულოცა და თან ჭიდაობის ფედერაციასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაც გამოუვიდა. პრესკონფერენციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძეც ესწრებოდა ახალგაზრდული ნაკრებების თავკაცებთან - ვლადიმერ ადეიშვილსა და ნუგზარ სხირელთან ერთად.
კახა გეწაძე: `ჩვენი გუნდების ასეთმა წარმატებულმა გამოსვლამ დაადასტურა, რომ საქართველოში ჭიდაობას დიდი მომავალი აქვს. წინ კიდევ არაერთი ჩემპიონატი გველოდება და მჯერა, ეს ახალგაზრდები ღირსეულად ჩაანაცვლებენ ახლანდელ ლიდერებს. მინდა, მათ კიდევ ერთხელ მივულოცო ეს გამარჯვება და გულშემატკივართა სახელით დიდი მადლობა ვუთხრა ამისთვის. აღსანიშნავია ბერძენ-რომაელთა გუნდური გამარჯვებაც ევროპის ჩემპიონატზე. სამომავლოდ ორივე ნაკრებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ახლა აღებული მაღალი თამასა არც სამომავლოდ უნდა დავწიოთ დაბლა. მინდა, ჩვენს ახალ მინისტრს ვუსურვო, სპორტის სხვა სახეობებშიც ჰქონოდეს ასეთივე წარმატებები.~
ლადო ვარძელაშვილი: `გუნდს, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მეც დიდ მადლობას ვუხდი ასეთი კარგი შედეგისთვის. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ გვაიმედებს, რომ სპორტის ამ სახეობაში - ჭიდაობაში მომავალშიც გვექნება კარგი მაჩვენებლები. ასევე წარმატებებს ვუსურვებ იმ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში, რომლებიც ამ ახალგაზრდებს ნამდვილად ექნებათ.~
ნუგზარ სხირელი: `ევროპის ჩემპიონატზე 32 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენ კი პირად პირველობაში ორ-ორი ოქრო-ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოვიპოვეთ. ძალზე გულდასაწყვეტია დავით მარსაგიშვილის მარცხი, რომელიც ევროპის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო და ჩვენი გუდის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატიც იყო, მაგრამ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ასე არ მოხდა და წააგო. ამ შეცდომებს მსოფლიოს პირველობისთვის გავითვალისწინებთ, რომელიც სულ მალე გაიმართება ბუდაპეშტში. ვეცდებით, იქაც ისევე გავამართლოთ ქომაგთა იმედები, როგორც - ბულგარეთში~.
მინისტრი ვარძელაშვილი გორის საჭიდაო სკოლის პრობლემასაც შეეხო და სხირელს თითქოს მოუბოდიშა, შიდა ქართლში რწმუნებულად მუშაობისას ეს რომ ვერ მოაგვარა. ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ის პერიოდი ქვეყნისთვის უძნელეს დროს - რუსეთ-საქართველოს ომს დაემთხვა და საამისოდ ვერ მოიცალა, თუმცა იქვე პირობა დადო, რომ გაისად ამ პრობლემას აუცილებლად მოაგვარებს. იმედია, სიტყვასაც შეასრულებს და გორსაც ეღირსება ერთი ხეირიანი დარბაზი, რასაც ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს - ის ხომ თავისუფალ ჭიდაობაში ერთ-ერთი მთავარი ცენტრია საქართველოში და იქაურები ლამის მუდმივად ნაკრების ნახევარს შეადგენენ. არადა, პატარა, მოუხერხებელი დარბაზი მსურველებს ვერ იტევს და იქაურები აშკარად შეუფერებელ პირობებში ვარჯიშობენ.
სხირელმა ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე საუბრისას ერთი ამბავიც გაგვიმხილა - ბუდაპეშტში თითქმის უცვლელად იჭიდავებს ევროპაზე ნამყოფი შემადგენლობა, მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდება - 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში თორნიკე ხიდეშელს ომარ გუსოშვილი შეცვლის, სხვა წონებში კი კვლავაც ტალახაძე (50), ხინჩეგაშვილი (55), ჩოჩიშვილი (60), დავით ტლაშაძე (66), ხუციშვილი (74), მარსაგიშვილი (84) და საკანდელიძე (120) იჭიდავებენ.
13:58 08-07-2010
მინისტრი მოჭიდავეებს ეცნობა, გორს დარბაზს ჰპირდება
AutoSharing Option
გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალდანიშნული მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეთა ნაკრებებს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ამ პირველობას ბულგარულმა სამოკოვომ უმასპინძლა, სადაც ბერძენ-რომაელებმა ერთო ოქროთი და ორი ვერცხლით გუნდური პირველობაც მოიპოვეს. ამ გუნდიდან ჩემპიონი ვასილ იმერლიშვილი გახდა, რომელიც 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და მასაც ამ წონის ლიდერ რამაზ ნოზაძის მწვრთნელი ოთარ ტატიშვილი ავარჯიშებს. ვერცხლის მედლები თორნიკე მახარაძემ (50) და საჩინო დავითაიამ (66) მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მონაგარი ორ-ორი ოქრო-ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოს მედალია, თუმცა გუნდურ პირველობას
მაინც ვერ შეწვდნენ და მესამეს დასჯერდნენ. აქ საჩემპიონო ტიტული დავით ხუციშვილმა (74) და გიორგი საკანდელიძემ (120) ირგუნეს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55) და თენგიზ ჩოჩიშვილმა (60) ფინალური შეხვედრები დათმეს, ლაშა ტალახაძე (50) კი მესამეზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული