ჭიდაობა. ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი: ქართველთა 9 მედალი 10 წონაში!

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა სერბულ სუბოტიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე დღე უჩემპიონოდ ჩაამთავრა, თუმცა 4 მედალი მაინც მოიპოვა - 2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო.

ვიცე-ჩემპიონები გიორგი ხაჩიძე (46) და დემურ მეგენეიშვილი (76) გახდნენ, ბრინჯაოს კი თორნიკე კვინიკაძე (63) და ზურაბ ურთაშვილი (100) დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ჩვენმა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო და 2 ბრინჯაო.

ჩემპიონები თორნიკე ქათამაძე (42), ალექსანდრე ლომიძე (58) და ივერიკო ჯულაყიძე (69) გახდნენ, მესამე ადგილზე კი თემურ ვანიშვილი (50) და ბექა
ჭელიძე
(85) გავიდნენ.

მთლიანობაში გიორგი იანტბელიძის 10-კაციანმა გუნდმა 9 მედალი მოიპოვა, ჯილდოს გარეშე მხოლოდ ერთ წონაში დავრჩით.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალეთ, 3-ვე სინჯის მედალი ხაშურლებს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული