დოპინგის მიღებაში ბრალდებული 6 ქართველი მოჭიდავიდან სამმა დასკვნა გაასაჩივრა

AutoSharing Option
როგორც საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოში (გადა) გვითხრეს, დოპინგის მიღებაში ბრალდებული 6 ქართველი მოჭიდავიდან სამმა უკვე გაასაჩივრა ვენის ლაბორატორიის პირველი დასკვნა.

მათ უკვე საჭირო თანხაც გადარიცხეს და ახლა B სინჯის პასუხს ელოდებიან, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი.

ჯერჯერობით უცნობია, დანარჩენი სამიც გააკეთებს თუ არა იმავეს. საამისოდ მათ დრო 10 მარტამდე აქვთ.

განმეორებით ტესტსაც ვენის ლაბორატორია ჩაატარებს. მართალია, მოჭიდავეებს სხვა ლაბორატორიაში სურდათ სინჯების გადატანა, მაგრამ როგორც გადა-ში გვითხრეს, ამის უფლება დებულებით არ ჰქონდათ. ამიტომ სინჯები ისევ იმავე ლაბორატორიაში ჩატარდება, ოღონდ ამჯერად სხვა
ლაბორანტი შეამოწმებს და თან ამ პროცესს მათი წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

მეორე ტესტის პასუხის შემდეგ დადებითი პასუხის შემთხვევაში მათ საქციელზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და ის მიიღებს გადაწყვეტილებას საჯარიმო სანქციების თაობაზე. პარალელურად დაიწყება გამოძიებაც, როგორ მოხვდა მელდონიუმი მათ ორგანიზმში - წინასწარგანზრახვით თუ უნებლიეთ, თვითნებურად თუ მწვრთნელთა ინიციატივით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული