"ჩემპიონი ხინჩაგოვ ვლადიმერი" - რუსულენოვანი წარწერა ბილბორდზე და ხინჩეგაშვილის პასუხი

AutoSharing Option
Эхо Кавказа-ს ჟურნალისტმა ირაკლი ორაგველიძემ დღეს ფეისბუქის პირად გვერდზე ვლადიკავკაზში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ასახულ ბილბორდზე რუსულენოვანი წარწერაა: "ხინჩაგაშვილი (ხინჩაგოვი) ვლადიმერ - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში".

Sportall.Ge

ბილბორდზე კვარცხლბეკზე მდგარი ვლადიმერ ხინჩეგაშვილია გამოსახული, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის დროშა და რიოს ოლიმპიადის ემბლემა. ჟურნალისტის თქმით, ამბობენ, რომ ბილბორდი ვლადიკავკაზში მოჭიდავის ბიძაშვილებმა დაამონტაჟეს, თუმცა დროშა "ცოტათი აერიათ".

გავრცელებულ ფოტოს თავად მოჭიდავემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით უპასუხა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

სხვა რაიმე სახის კომენტარზე ხინჩეგაშვილი უარს აცხადებს.

როგორც ჭიდაობის პიარმენეჯერმა Sportall.ge-ს უთხრა, არსებობს თუ არა რეალურად მსგავსი ბილბორდი
ვლადიკავკაზში, ეს თავად ოლიმპიურმა ჩემპიონმა არ იცის, თუმცა მის ნათესავებს რომ არ გაუკეთებიათ, ეს დანამდვილებით იცის.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჰო ეს ხინჩაგოვია და ის ტალახოვი :)))
giorgi
30 აგვისტო 2016 17:01
0
ოსიაო ეტყობა მაგი იგულისხმეს, რა პანიკიორები ხართ.
ტყეშელაანთ გიჟი
30 აგვისტო 2016 15:19
0
ლადო ჩვენია, საქართველოსია, ქარტული გენის მატარებელიცაა და სხვა რაღაა საჭირო? სულ ეგ არი - ჩ ვ ე ნ ი ა ! ))))))))))))))
გუგა
30 აგვისტო 2016 13:13
0
"ძია-ს". მე - პუტინის საქმის გამკეთებელი, არა? :))))
ჩაგეთვალა, ძმაო!
პუტინის საქმეს ის აკეთებს, ვინც არაადეკვატურ დამოკიდებულებაში იმყოფება ეთნიკურ უმცირესობებთან და მათ მარგინალიზაციას ახდენენ. დაუკვირდით, აბა...
ძია
30 აგვისტო 2016 12:43
0
გერმანიის საფეხბურთო ნაკრებში 50% არა გერმანელები თამაშობენ , მაგრამ მათი ყოფნით ყველა ამაყოფს !!! ასე რომ გერმანელიც რომ იყოს ხინჩაგაშვილი მაინც გაუმარჯოს!!!!
Joni
30 აგვისტო 2016 12:29
0
სულაც რომ ოსი იყოს რა მნიშვნელობა აქვს. პირადად მე ქართულის გარდა არცერთი სისხლი არ მირევია მაგრამ ჩემი კუმირი და ფავორიტი ფეხბურთელი ყოველთვის იყო ვლადიმერ გუცაევი და მისი საოცარი ფინტები, რომელიც ასევე საყოველთაოდ ცნობილმა რუსულმა შოვინიზმმა შეიწირა და სანაკრებო დონეზე არ აღირსეს წარმატება. ასევე ყველასათვის საყვარელი და საამაყო თვითონ ლერი ხაბელოვიც რომელიც წარმოაჩენდა საქართველოს დელეგაციას ოლიმპიადაზე.
.........
30 აგვისტო 2016 11:46
0
ხო ბრატ პუტინის საქმე გააკეთეს კაი რო გიხარია ;)
ძია-s
30 აგვისტო 2016 11:38
0
ხალხო, ეს ის შემთხვევა, როცა ოსებს უხარიათ საქართველოს წარმატება. პირიქით, ძალიან მაგარი რამ გააკეთეს ოსებმა. ქართულ დროშას კი რუსეთში ვერ დაახატავდნენ, გასაგები მიზეზების გამო. ბრავო ხინჩაგაშვილს, რომ ორივე ხალხი გაახარა თავისი წარმატებით!
ძია
30 აგვისტო 2016 09:25
0
მე იმ ქარტველებს მივტირი 90 იან წლებში ოსობა რომ დააბრალეს და იდზულებული გახადეს სახლები გაეყიდატ ტბილისში .მტელი საქარტველოს მაშტაბიტ ან გვარები გადაეკეტატ და დარჩენილიყვნენ და ან იძულებუული ვლადიკავკაზში გადასახლებულიყვნენ. ინგილო, ქურტი და ტატარი რომ გეტყვის ოსი ხაროო წაეტრიე ჩემი ქვეყნიდანოო სად იყო სამარტალი ტანაც ამ დროს ოსური რა არის აზრზე რომ არა ხარ მაგარი გუსატკენია.
ლადოსნაირი ბევრი ქარტველი დავკარგეტ და დავჩაგრეტ სამაგიეროდ შემოგრჩა გამყიდველი ბოღმა ,შურიანი,მკვლელები და კაცის გამპატიურებლები.
me . genacvale lado . ar dablokot.
30 აგვისტო 2016 09:13
0
მიხარია, რომ ლადომ ისეთ დიდ წარმატებას მიაღწია, სხვა ქვეყნებშიც ამაყობენ ამით, პირადად ჩემთვის ეს მისაღები და სასიხარულოა. გასაკვირი ის იქნებოდა იმ ქვეყანაში ლადო ქართული დროშის ფონზე გამოეკრათ(მგონი არსებულ სიტუაციაში გმირულიც), გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ და ვერც ყველას ერთნაირ აზროვნებას. მივესალმები ლადოს ყველა ნათესავსა და ქომაგს, რომელ ქვეყანასიც გინდა იყვნენ. ლადო გაიხარე, შენ უკვე მსოფლიოს მოქალაქეც ხარ. უფალო გვიმრავლე ასეთი ვაჟკაცები.
gizog
30 აგვისტო 2016 08:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული