ნენად ლალოვიჩის სამწყსომ ამ იდეის შემოღება ჭიდაობის პოპულარიზაციის, მისი მასობრიობის გასაზრდელად გადაწყვიტა, რადგან დასამალი არავისთვისაა, რომ ბოლო წლებში მსოფლიოს ჭიდაობა მასობრიობის შემცირებას უჩივის და "შაგრენის ტყავივით" იკვეცება.
ისინი იმედოვნებდნენ, რომ ასეთი
ერთი სიტყვით, ჭიდაობაში ამ კუთხით ჯერჯერობით ყველაფერი უცვლელად რჩება და არცაა მოსალოდნელი, უახლოეს პერიოდში ამ საკითხს ისევ დაუბრუნდნენ. თუმცა გადაწყვეტილება მაინც ნაჩქარევი გვგონია - ეგებ ჯობდა, კიდევ რამდენიმე მთავარ ტურნირზე დაკვირვებოდნენ იდეას, იქნებ ვითარება სასიკეთოდ შეცვლილიყო? ძიუდოში თუ გაამართლა ამ წესმა, ჭიდაობა ასეთი რა განყენებული სფეროა?
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლალოვიჩის გუნდმა ჭიდაობაში მრავალი რეფორმა წამოიწყო, რომელთაგანაც ზოგმა გაამართლა, ზოგზე კი უარი თქვეს. ამ ცვლილებების შედეგად საერთოდ გაუქმდა ჩოქბჯენის წესი, გაცილებით მკაცრად მოითხოვენ აქტიურობას, პასიურობა კი ისჯება. მართალია, ვითარება სულაც არაა იდეალური და გასაკეთებელი ჯერაც ბევრია, მაგრამ ჭიდაობა გაცილებით უფრო სანახაობრივი, ტექნიკური და ლამაზი გახდა. ფალავნები უკვე აღარ ელოდებიან დროის გასვლას, მონეტის აგდებას "არიოლი-რეშკას" პრინციპით (ალბათ, ამაზე დიდ სისულელეს ჭიდაობაში ვეღარ მოიფიქრებენ) და ტაქტიკური ჭიდაობის ნაცვლად ილეთებზე ფიქრობენ.
დღეს გაცილებით ბევრი ილეთი კეთდება დგომიდან. რაც მთავარია, ადრინდელისგან განსხვავებით, მოჭიდავეები უკვე გდებების გაკეთებაზე ფიქრობენ და არა მოგების რაღაც დამატებით გზებზე, ილეთი კი ჭიდაობაში მთავარი და აუცილებელი პირობაა.
იმედია, პროგრესი, მსგავსი სასიკეთო ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება და რაც ხარვეზია, ისიც გამოსწორდება. შედეგად, ჭიდაობა ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიან წევრად დარჩება და იქიდან გარიცხვა აღარ დაემუქრება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"