სასიამოვნოა, როცა მხარს გიჭერენ - ლადო ხინჩეგაშვილი ვლადიკავკაზში მიიწვიეს

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში მახარბეკ ხადარცევის მიწვევით ჩავიდა, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

საიტ vladikavkaz.monavista.ru-ს ცნობით, ხინჩეგაშვილი უკვე ორი დღეა ვლადიკავკაზშია და ქალაქის მონახულებაც მოასწრო.

როგორც საიტი წერს, ხინჩეგაშვილი დიდი ხანი ოცნებობდა ვლადიკავკაზის მონახულებაზე, სადაც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი ცხოვრობს. ის ამ ქალაქში მეგობარ ძიუდოისტთან, ანატოლი ავაზნელთან ერთად ჩავიდა.

ხინჩეგაშვილის თქმით, ხადარცევისგან მოწვევის მიღება მისთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

"სასიამოვნოა, როცა მხარს გიჭერენ და როგორც შინაურს, ისე გგულშემატკივრობენ, შენდამი სითბოს იჩენენ, შენი გაცნობა სურთ", - განაცხადა
ხინჩეგაშვილმა.

ხადარცევი ხინჩეგაშვილმა ერთ-ერთ ქორწილში გაიცნო და სწორედ მაშინ მიიღო ვლადიკავკაზში ჩასვლის მოწვევაც. ქალაქი ლადოს ძალიან მოეწონა.

"საღამოს პარკში გავისეირნე - მომწონს აქაურობა. ყველაფერი სუფთა და ლამაზია. თავს, როგორც საკუთარ სამშობლოში, ისე ვგრძნობ", - თქვა ლადომ.

ხინჩეგაშვილს ცოლის მოყვანაზეც ჰკითხეს: "რთულია, წინასწარ რაიმე დაგეგმო. ამიტომ ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ცოლად ოსის მოყვანას არ გამოვრიცხავ.

როცა სხვადასხვა ქვეყანაში ჩავდივარ, სპორტსმენები ერთმანეთს კარგად ვეპყრობით. ცუდი მხარეები, რომლებიც პოლიტიკაშია, ჩვენში ქრება. სპორტი ყოველთვის პოლიტიკურ ინტრიგაზე მაღლა დგას", - ციტირებს წყარო ხინჩეგაშვილს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა კომენტარებია, სულ არ უფიქრდებით, ისე წერთ?. რა გადაბირება. კაცმა ამდენჯერ ასახელა საქართველო, ქარტულ დროშას აფრიალებს, იძახის-გორი ყველაზე მეტად მიყვარს და საქართველო ჩემი სამშობლოაო და რა ეჭვებში ხართ. შეიძლება, რომ ასეთი უნდობელი იყოს ადამიანი? თუ მართლა ჰყავს შორეული ნათესავები, დიდი ამბავი, თუ წავიდა და ინახულა. მისი საქმეა ეგ და არა თქვენი.
ენლილ
17:55 28-10-2016
0
სპორტალ.GE ხომ ყველაფერს არასწორედ თარგმნის! ლადო ვლადიკავკაზის მერს ოლიმპიურ ჩემპიონ ხადარცევს შეხვდა სადღაც ქორწილში გამოელაპარაკნენ ერთმანეთს და ლადომ უთხრა ძალიან მინდა ვლადიკავკაზის ნახვაო ხოდა ხადარცევმაც დაპატიჟა ვლადიკავკაზში შენი ნახვა ყველას გაუხარდება და შენს ნათესავებს თუ მოგვარეებსაც გაგაცნობო... ჩავიდა ლადო მეგობართან ერთად, ძალიან თბილად დახვდნენ ქუჩაში იქნებოდა ეს რესტორანში თუ ჭიდაობის დარბაზში და ამის მერე სპორტსმენ კაცს პოლიტიკაზე უნდა დაეწყო ლაპარაკი თუ რას იძახით აქ ზოგიერთები?!
zaza
16:50 28-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული