რეკორდი მოსკოვში

AutoSharing Option
მოსკოვში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა კანადელმა მოციგურავემ პატრიკ ჩანმა. მოკლე პროგრამაში მისი შედეგი 93.02 ქულა იყო, რაც შესამჩნევად აღემატება წინა რეკორდსმენის, რუსი ევგენი პლიუშჩენკოს მაჩვენებელს. ამ უკანასკნელმა 2010 წელს ტალინში ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამისთვის 91.30 ქულა მიიღო.

მეორე ადგილზეა იაპონელი ნობუნარი ოდა 81.81 ქულით, მესამეზე ამ ქვეყნის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაისუკე ტაკაჰასი. მისი შედეგია 80.25 ქულა.


* * *
ამასობაში გაირკვა, რომ ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, ამერიკელი ევან ლაისაჩეკი ეთხოვება სამოყვარულო სპორტს. ამის
შესახებ მოციგურავის მწვრთნელმა ფრენკ კეროლმა განაცხადა. მისი თქმით, ერთი წლის წინ ლაისაჩეკი ფიქრობდა აქტიურ სპორტში დაბრუნებას, მაგრამ ახლა გადაიფიქრა.

კეროლმა ჟურნალისტებს მოუყვა, რომ ოლიმპიადის გამარჯვებული რეგულარულად აცდენს ვარჯიშებს და თავს არიდებს ყოველდღიურ მძიმე სამუშაოს. "მას აღარ შეუძლია ძველი გრაფიკით მუშაობა", - აღნიშნა მწვრთნელმა.

მანვე ისიც დაამატა, რომ მხარს უჭერს ლაისაჩეკის გადაწყვეტილებას. მწვრთნელმა ყველას შეახსენა, რომ ამერიკელმა ოლიმპიადამდე მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო, ასე რომ, არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი.

ოლიმპიადაზე ლაისაჩეკმა პლიუშჩენკოს 1.31 ქულია აჯობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული