მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში, მას შემდეგ, რაც ელენე გედევანიშვილმა 15-ე შედეგით ძირითად სეგმენტში გააღწია, ჯერი წყვილებზე მიდგა, სადაც ელისონ რიდისა და ოთარ ჯაფარიძის დუეტმა ყინულზე ცეკვებში მოკლე პროგრამა შეასრულა.
ჩვენებურებმა 25 წყვილს შორის მე-19 ადგილი დაიკავეს, რაც შემდეგ სეგმენტში, 20 საუკეთესოს შორის ასპარეზობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ამით რიდი-ჯაფარიძის წყვილმა შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა, როდესაც ძირითად სეგმენტში ასპარეზობისთვის სულ ცოტა დააკლდა – მაშინ ელისონი და ოთარი 21 ადგილს დასჯერდნენ.
დასკვნითი სეგმენტი მოკლე პროგრამაში ქალთა შორის დღეს, 30 აპრილს, ნაშუადღევს დაიწყება –
ელენე გედევანიშვილი ყინულზე მერვე გამოვა. რაც შეეხება წყვილებს, ელისონ რიდი და ოთარ ჯაფარიძე ყინულზე ცეკვის ტურნირში, მეხუთე ნომრით საღამოს იასპარეზებენ.