ელენე გედევანიშვილს ისტორიული შედეგის გამეორების შანსი აქვს

AutoSharing Option
ვიდეო
გუშინ, შეფილდში ქალმა მოციგურავეებმა ევროპის ჩემპიონატი მოკლე პროგრამით გახსნეს. 28 მონაწილეს შორის ელენე გედევანიშვილიც იყო, რომელმაც კარგად ისრიალა და 57,14 ქულით (29,20 ტექნიკურ სეგმენტში, 27,94 პროგრამულ სეგმენტში) მე-4 ადგილი დაიკავა.

ეს კი ჩვენებურს ორიწლისწინანდელი ისტორიული შედეგის გამეორების (თუ გაუმჯობესების არა) შანსს აძლევს თავისუფალი პროგრამის წინ - მაშინ გედევანიშვილმა, პირველმა ქართველთაგან, ზამთრის სახეობებში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ელენეს ქსენია მაკაროვა (რუსეთი) სულ ცოტათი უსწრებს, მაკაროვას 57,55 ქულა აქვს. პირველ ადგილზე ევროპის სამგზის ჩემპიონი კაროლინა კოსტნერია (63,22), რომელიც ფინელი კიირა კორპის
(61,80) უსწრებს. მეხუთე ადგილზე შვედი ვიქტორია ჰელგესონია 55,68 ქულით.

თავისუფალ პროგრამას 24 საუკეთესო მონაწილე შეასრულებს და ის დღეს, ადგილობრივი დროით 17:30-ზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
1. კაროლინა კოსტნერი (183.55) 2.კიირა კორპი (166.94) 3.ელენე გედევანიშვილი (165.93) ვულოცავთ ელენეს ამ წარმატებას!!! არა და რა ცოტა დააკლდა მეორე საპრიზო ადგილს...
tengo
03:50 29-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული