მერვედ კიოლნში

AutoSharing Option

გერმანიის ქალაქ კიოლნში სექსუალური უმცირესობების მერვე მსოფლიო თამაშები დაიწყო. ბარონ პიერ დე კუბერტენის ოლიმპიური იდეები მრავალი მიმართულებით განვითარდა - ტურნირებს ატარებენ სტუდენტები, რკინიგზელები, პოლიციელები, 1982 წლიდან კი ესტაფეტაში არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებიც ჩაებნენ.

თავდაპირველად, ორჯერ Gay Games-ს სან ფრანცისკომ უმასპინძლა, ამის შემდეგ გეებისა და ლეზბოსელების მიღების სურვილი ბევრ ქალაქს გაუჩნდა და კონკურსების ჩატარებაც კი დაიწყეს. ამჯერად კიოლნმა თამაშების ორგანიზების უფლებისთვის იოჰანესბურგი და პარიზი დაამარცხა.

რიგით მერვე თამაშებზე დაახლოებით 10 ათასი სპორტსმენი შეიკრიბა, თუმცა 1998 წელს ამსტერდამში დამყარებულ რეკორდს საკმაოდ ბევრი დააკლდა

- მაშინ 13 ათასი არატრადიციული სპორტსმენი ჩაება სტარტებში. წლევანდელ პროგრამაში ვერ მოხვდა გასული წლების ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური სახეობა - ფიგურული სრიალი მამაკაც წყვილებს შორის (იხილეთ ფოტო).

სამაგიეროდ, გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ, რომელიც არ მალავს თავის არატრადიციულ ორიენტაციას. გარდა ამისა, Gay Games-ის ორგანიზატორებმა კიოლნში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეი-სპორტსმენი - მეტიუ მიტჩემი დაპატიჟეს. პეკინის ოლიმპიადაზე ავსტრალიელი ერთადერთი წყალში მხტომელი იყო, რომელმაც ზაფხულის თამაშებზე ჩინელთა ჰეგემონია დაამხო და ოქროს მედალი მოიპოვა.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამწუხაროდ პოსტის გადაკითხვის დრო ამ წუთას არ მაქვს, თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ საიტის ადმინისტრაცია დაამატებს "რუბრიკას" სადაც იქნება ისეთი სპორტს სახეობები, რომლებიც საქართველოში არის, მაგრამ არავინ იცის... მაგალითად ბეისბოლი, რომლის ეროვნული ნაკრები, სამჯერ გახდნენ ევროპის ჩემპიონები :)
ქეთო
07 სექტემბერი 2010 19:05
0
კიი მე მინდააა!! აუუ როგის ვაღიარებთ საქართველოშიც ამაათ!! სოფლელები ხართ ყველა ;დდდ
Tiko
07 სექტემბერი 2010 17:56
0
ვინც არჩევნებზე ხუთიანს ხაზავს, იმას ალბათ ნაღდად უნდა ასეთი ქმარიც ძმაც და მეგობარიც. ვაი შენ უბედურო,ყოფილო საქართველოვ
napoleoni
09 აგვისტო 2010 00:00
0
გინდათ ასეთი საქართველო? გოგოებო, გინდათ ასეთი ქმარი, მეგობარი, ძმა, ნაცნობი???
giorgi
07 აგვისტო 2010 12:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული