სერიოზულ ავარიაში მოხვდა კანადელთა ოთხკაციანი ეკიპაჟი პილოტ კრის სპრინგსის მეთაურობით. კანადელთა ბობი დიდი სიჩქარით შეეჯახა ხის სახურავს და შემდეგ ტრასაზე დაეცა.
ბობსლეისა და ტობოგანის საერთაშორისო ფედერაცია ამ ინციდენტის გამოძიებას აპირებს. სპრინგის ოთხეული ტრასის ბოლოს, მე-15 და მე-16 მოსახვევებს შორის ამოტრიალდა. შედეგად, დაზარალდა ეკიპაჟის სამი წევრი: თავად პილოტი, აგრეთვე მისი თანაშემწეები - ბილ ტომასი და გრემ რინჰოლმი. მეოთხე წევრი ტიმ რედნალი უვნებელი გადაურჩა ამ ავარიას.
სამი კანადელი სპორტსმენის ევაკუაციისთვის ვერტმფრენის გამოძახება გახდა
სპრინგი წარმოშობით ავსტრალიელია, მაგრამ 2010 წლის ოლიმპიადაზე კანადის სახელით გამოდიოდა. ის გამოცდილ ბობსლეისტად არის მიჩნეული, თუმცა გერმანიის ბობსლეისა და ციგაობის კავშირის დირექტორი ტომას შვააბი მიიჩნევს, რომ ავარიის მიზეზი სწორედ გამოცდილი პილოტის შეცდომა გახდა.
"მე-15 ვირაჟის შემდეგ, როგორც ჩანს, სიჩქარე დაკარგეს", - განუცხადა "ბილდს" შვააბმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"