ფრისტაილისტი უსაფრთხოების ბადემ იმსხვერპლა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ხორვატული წარმოშობის კანადელი ფრისტაილისტი ნიკ ვორიჩიჩი შვეიცარიის კურორტ გრინდელვალდეში მსოფლიოს ეტაპის დროს მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა, - წერს სააგენტო "ფრანს-პრესი".

ზორიჩიჩი ბოლო მოსახვევში ფართოდ შევიდა და დიდი სისწრაფით შეეჯახა უსაფრთხოების ბადეს, რომელიც სპორტსმენებს ტრასიდან გადავარდნისგან იცავს. ტურნირის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ 29 წლის მოთხილამურის სიკვდილის მიზეზი ნეიროტრავმები გახდა.

როგორც Toronto Star აზუსტებს, ზორიჩიჩს ოპერატიულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ის ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმების ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა.

კანადელის სიკვდილის შემდეგ პლეი ოფის ყველა დაშვება გააუქმეს. ადრე ზორიჩიჩი ორჯერ იყო მსოფლიოს თასის ეტაპების
პრიზიორი.

წელს ეს კანადის ფრისტაილის ნაკრებში მეორე დანაკლისია. 2012 წლის იანვარში ვარჯიშის დროს დაცემისას დაიღუპა აკრობატული ფრისტაილის წარმომადგენელი სარა ბურკი, რომელიც ჰალფ-პაიპისა და სლოურ-სტაილის კატეგორიებში გამოდიოდა.

ის პარკ-სიტიში მსოფლიოს ექსტრემალური თამაშებისთვის ემზადებოდა და სალტოს შესრულებისას დაეცა ყინულზე, რაც საბედისწერო აღმოჩნდა. ბურკი კომაში ჩავარდა და ცხრა დღის შემდეგ ტვინის დაზიანების გამო გარდაიცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული