მაგდალენა ნოიერს მოკვლით ემუქრებოდნენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ბიატლონის ვარსკვლავმა, გერმანელმა მაგდალენა ნოიერმა ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, რომ მარტში გერმანიის ქალაქ რუპოლდინგში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მას მოკვლით ემუქრებოდნენ.

"შოკირებული ვიყავი, - განაცხადა 25 წლის სპორტსმენმა. - ვცდილობდი მხოლოდ სტარტებზე მომეხდინა კონცენტრირება. ჩემს გარშემო მუდმივად ტრიალებდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები და უსაფრთხოების სხვა სამსახურების წარმომადგენლები. თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი".

მსოფლიოს ჩემპიონატზე ნოიერმა ორი ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა.

ეს არ იყო ნოიერის მიმართ მუქარის პირველი შემთხვევა. ორი წლის წინ, 44 წლის მამაკაცი ბიატლონისტის სახლის აივანზე გა
დაძვრა და სპორტსმენს სიყვარულის ახსნა დაუწყო. უცნობი პოლიციამ დააკავა და 2012 წლის თებერვალში სასამართლომ მას სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

პლანეტის პირველობის შემდეგ, მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონმა სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. ბიატლონისტის მშობლიურ სოფელ ვალგაუში გაიმართება მაგდალენას სპორტიდან გაცილების ცერემონია. მთავარ მოედანზე გამართეს სცენა და ვარაუდობენ, რომ ამ ღონისძიებას ხუთი ათასი ადამიანი დაესწრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნოიერი არ არის, ნოინერია გვარად მაგდუშა!
biathlon
00:07 15-04-2012
0

სიახლეები პოპულარული