კორუფცია რუსულად

AutoSharing Option

რუსეთის ფედერაციის პროკურატურამ სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად გამოყოფილი თანხების არაეფექტურად გამოყენებისთვის. შემოწმების თანახმად, ჯამში 231 მილიონი მანეთია გაფლანგული.
გამოთვლების თანახმად, ვანკუვერში მოპოვებული თითო მედალი რუსეთს 388 მილიონი მანეთი დაუჯდა. სულ რუსეთის ნაკრების მომზადებისთვის დაახლოებით 6 მილიარდი მანეთი დაიხარჯა. ამასთან, სპორტსმენებისთვის საჭირო ნივთებს ყოველგვარი კონკურსის გარეშე იძენდნენ, ტენდერებს კი კომერციული ორგანიზაციები იგებდნენ, რომელთა შტატში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ირიცხებოდა. საერთო ჯამში, პროკურატურამ დაადგინა, რომ ოლიმპიადისთვის მომზადება დაგვიანებული იყო და ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი

მუტკო არ ეთანხმება ამ შეფასებას. "17 მეოთხე ადგილს ვერ ვუწოდებთ თანხების არაეფექტურ დაბანდებას", - ამბობს მინისტრი.

რუსეთის ნაკრებმა ვანკუვერში ოქროს სამი, ვერცხლის ხუთი და ბრინჯაოს შვიდი მედალი მოიპოვა და მედლების მიხედვით მე-11 ადგილი დაიკავა. ეს ყველაზე უარესი შედეგია სსრკ-სა და რუსეთის ნაკრებების ისტორიაში. ვანკუვერშმი განცდილი კრახის შემდეგ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ ტიაგაჩოვი და რამდენიმე ჩინოვნიკი გადადგა.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
მანეთი არა!!!
რუბლი!
PAATA
21:18 26-10-2010
0

სიახლეები პოპულარული