ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა აკაპულკოში (მექსიკა) გამართულ სხდომაზე მიიღო.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდის ცნობით, 28 ოქტომბერს ბაკურიანში ქართველი მოციგავის ახალგახსნილ მემორიალთან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ჟაკ როგის სახელით ქუმარიტაშვილის ოჯახს სოკ-ის ოლიმპიურ ორდენს გადასცემენ ამ ორგანიზაციის ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორის მოადგილე პამელა ვაიპონდი, საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტი და ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ჰერალდ სტეირერი.