ალექსი ბენიაიძის კარგი სტარტი

AutoSharing Option

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრებმა სეზონი ავსტრიის კურორტ ჰაუს იმ ენშტალში გახსნა. ფის-ის ეგიდით გამართულ სპეციალურ სლალომში ქართველთაგან საუკეთესოდ ალექსი ბენიაიძემ იასპარეზა. მან 100-მდე მონაწილეს შორის მე-17 ადგილი დაიკავა. ბენიაიძის გარდა ჰაუს იმ ენშტალში გამოდიოდნენ: ჯაბა გელაშვილი, დიმიტრი გედევანიშვილი და კოტე ვახტანგიშვილი.

7 დეკემბერს ბენიაიძემ იტალიაში საპადას ახალგაზრდულ გიგანტურ სლალომში სცადა ბედი და მე-11 ადგილი დაიკავა, კოტე ვახტანგიშვილი 26-ე იყო, ხოლო ბიძინა ქართველიშვილი - 64-ე.

ჯაბა გელაშვილმა ავსტრიულ კიუჰტაიში გადაინაცვლა, სადაც ორ სლალომში მიიღო მონაწილეობა. მან ჯერ 25-ე, შემდეგ კი 26-ე ადგილები

დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული