ირკვევა, რომ ჯერ კიდევ იანვარში, აღმოსავლეთ ტიროლში მიკროავტობუსებიდან მგზავრებმა დიდი ზომის კოლოფები გადმოყარეს. მასში აღმოჩნდა გამოყენებული შპრიცები და ამპულები პრეპარატებით, რომელიც დოპინგის შესაძლო გამოყენებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, იქვე აღმოჩნდა ყაზახეთის ნაკრების ექიმის აკრედიტაცია. პრეპარატები და აკრედიტაცია ავსტრიის ეროვნულ ანტისადოპინგო სააგენტოს გადაეცა.
ამის შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა ყაზახეთის ნაკრების სასტუმროში. ნომრებში ნაპოვნია სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატი, მაგრამ გამოძიება
აი, რას ყვება ამასთან დაკავშირებით ყაზახეთის ნაკრების პრეს-ატაშე მანას უსენოვი:
"ავსტრიის ფედერალური პოლიციის მონაცემებით, 23 იანვარს, მათ იპოვნეს კოლოფი მედიკამენტოზური ნარჩენებით და იქ აღმოჩნდა ჩვენი ნაკრების ექიმის აკრედიტაცია. აკრძალული პრეპარატები იქ არ ყოფილა, რადგან ყველა მედიკამენტზე ჩვენ შესაბამისი დოკუმენტები გვაქვს.
გუშინ, 8 თებერვალს, ავსტრიის ფედერალური პოლიცია ჩვენთან სასტუმროში მოვიდა. ღამით ჩატარდა ჩხრეკა ჩვენს ოთახებში და დაიკითხა თითოეული სპორტსმენი. ამის შემდეგ, ავსტრიის ანტისადოპინგო სააგენტომ ყველასგან დოპინგ-სინჯი აიღო. მხოლოდ დილის ხუთ საათზე დავბრუნდით სასტუმროში. როგორ აღმოჩნდა მეტიკამენტების ნარჩენებში აკრედიტაცია, ჩვენთვის უცნობია..."
* * *
რაც შეეხება გუშინდელ სტარტს, მან დრამატულ ბრძოლაში ჩაიარა და ფინიშიც დრამატული გამოვიდა. დისტანციის დიდი ნაწილი გამოკვეთილი იყო ლიდერთა სამეული - გერმანია, იტალია და საფრანგეთი. გერმანელთა ოთხეული ყველაზე სტაბილურად გამოიყურებოდა, საფრანგეთი ფილონ-მაიემ დააღალატა, რომელმაც ცუდად ისროლა და ერთი საჯარიმო წრე მოუტანა თავის გუნდს, იტალიელთა მხრიდან კი ვინდიშმა ბოლო სროლისას ორი შეცდომა დაუშვა და ეს მის გუნდს მედლების დაკარგად დაუჯდა.
ესტაფეტის გმირად შეიძლება ჩავთვალოთ ფრანგების ლიდერი მარტენ ფურკადი. როცა მან ესტაფეტა ჩაიბარა, ლიდერ გერმანიას 46 წამით ჩამორჩებოდა, ხოლო, როცა სპორტსმენებმა ბოლო მერვე სროლა შეასრულეს, ფურკადის ჩამორჩენა უკვე 17 წამს შეადგენდა. ფრანგმა დევნა გააგრძელა, მაგრამ ვერ მოასწრო პირველ ადგილზე მისვლა - 2.2 წამი წააგო ჩემპიონ გერმანიასთან. მესამე ადგილზე რუსეთის ნაკრები გავიდა.
ჩემპიონები გახდნენ - ჰინცი, დალმაიერი, პაიფერი და შემპფი.
სხვათა შორის, სკანდალი დაჯილდოვების ცერემონიის დროსაც მოხდა. ფურკადმა ხელი არ ჩამოართვა რუსეთის ნაკრების ერთ-ერთ წევრს ალექსანდრ ლოგინოვს, რომელმაც ახლახანს მოიხადა დისკვალიფიკაცია და დაბრუნდა დიდ სპორტში. სწორედ მის დაბრუნებას და მსოფლიოს ჩემპიონატზე დაშვებას აპროტესტებდა ბოლო პერიოდში ფრანგების ლიდერი. მან გუშინ, დემონსტრაციულად დატოვა ცერემონია და რაღაც ჩაილაპარაკა იმ დროს, როცა რუს სპორტსმენებს წინ ჩაუარა.
შერეული ესტაფეტა
1. გერმანია - 1:09.06,4 (0+7)
2. საფრანგეთი - +2,2 (1+8)
3. რუსეთი - +3,2 (0+4)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"