ბიატლონი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ცოლ-ქმრის მედლები

AutoSharing Option
ბიატლონში მსოფლიოს ჩემპიონატზე სპრინტერული გარბენები გაიმართა და ქალებშიც და მამაკაცებშიც ხელი მოეცარათ მსოფლიოს თასის ლიდერებს.

ქალებს შორის, დიდი ხანი ლიდერი გერმანელი ლაურა დალმაიერი იყო, რომელმაც იდეალურად შეასრულა ათივე სროლა. მაგრამ ერთ-ერთი ბოლო დისტანციაზე ჩეხი გაბრიელა კოუკალოვა წავიდა. მან იცოდა გერმანელის შედეგი და ზუსტი სროლის წყალობით შეძლო ოქროს მოპოვება. ჩეხმა დალმაიერს ოთხი წამი აჯობა.

კაცებშიც ვერ შეძლო ფავორიტმა მოგება. მსოფლიოს თასის ლიდერმა მარტენ ფურკადმა სროლისას ორი შეცდომა დაუშვა და მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. ფრანგის ჩამორჩენა ჩემპიონთან 23 წამი იყო. ჩემპიონი კი
გერმანელი ბენედიქტ დოლი გახდა, რომელმაც მხოლოდ შვიდი მეათედი წამი მოუგო ვერცხლისმედალოსან ნორვეგიელს იოჰანეს ბიოს.

* * *
გუშინ, ჰოხფილცენში გამოდევნებით რბოლაში გათამაშდა მედლები კაცებსა და ქალებს შორის.

ქალებში უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია ბელარუსი დარია დომრაჩევას გამოსვლამ, რომელსაც თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, მხოლოდ მესამე სტარტი ჰქონდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. წინა დღეს წაგებისთვის, ლაურა დალმაიერმა რევანში აუღო გაბრიელა კოუკალოვას - გერმანელმა ოქრო მოიგო, ჩეხმა - ბრინჯაო.

კაცებში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დომრაჩევას მეუღლემ, ლეგენდარულმა ნორვეგიელმა ოლე-ეინარ ბიორნდალენმა. წინა დღეს წაგების შემდეგ, მარტენ ფურკადმა შეძლო რეაბილიტაცია და ამ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო. ვერცხლი ერგო იოჰანეს ბიოს.

გამოდევნებით რბოლა
ქალები

1. ლაულა დალმაიერი (გერ) - 29:02.3 (1+0+0+0)
2. დარია დომრაჩევა (ბლრ) - +11.6 (0+0+0+0)
3. გაბრიელა კოუკალოვა (ჩეხ) - +16.6 (2+0+1+0)

კაცები
1. მარტენ ფურკადი (საფ) - 30:16.9 (0+0+0+1)
2. იოჰანეს ბიო (ნორ) - +22.8 (1+1+1+0)
3. ოლე-ეინარ ბიორნდალენი (ნორ) - +25.6 (0+0+0+1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული