და გუშინდელი სტარტების შემდეგ, გერმანელმა ლაურა დალმაიერმა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი დაამყარა ერთ ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით. დალმაიერმა გუშინდელ მას-სტარტზე უშეცდომოდ ისროლა და 4.6 წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ ამერიკელს სიუზან დანკლის. მესამეზე გავიდა ფინელი კაისა მიაკიარიაინენი - მან ერთი ტყვია ააცილა და გამარჯვებულს 20 წამით ჩამორჩა.
ეს იყო დალმაიერის მეხუთე ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც აქამდე არავის გაუკეთებია არც კაცებში და არც ქალებში. ადრე, ერთ ჩემპიონატზე ოთხ-ოთხი
ჰოხფილცენში დალმაიერმა მოიგო გამოდევნებით რბოლა, ინდივიდუალური რბოლა, მას-სტარტი, შერეული ესტაფეტა და კლასიკური ესტაფეტა. ერთადერთი სტარტი. რომელიც გერმანელმა წააგო - სპრინტი იყო. იქ მან ოთხი წამი დაუთმო ჩეხ გაბრიელა კოუკალოვას და ვერცხლის მედალი აიღო.
გუშინ, კაცების მას-სტარტი გერმანელმა სიმოგ შემპმა მოიგო და გერმანიას ჩემპიონატზე მეშვიდე ოქრო მოუტანა. მეორე იყო ნორვეგიელი იოჰანეს ბიო და მესამეზე - ავსტრიელი სიმონ ედერი. აღსანიშნავია, რომ ბიომ ერთი სროლა ააცილა და მხოლოდ ცხრა წამი წააგო ჩემპიონთან, რომელსაც ერთი სროლაც არ აუცილებია.
აღსანიშნავია, რომ ბიომ ამ ჩემპიონატზე სამი ვერცხლი მოიპოვა, ნორვეგიამ კი პირველად 1999 წლის შემდეგ, ვერც ერთი ოქრო ვერ აიღო.
მედლების ცხრილი
1. გერმანია 7 1 0 8
2. საფრანგეთი 1 2 4 7
3. ჩეხეთი 1 2 1 4
4. აშშ 1 1 0 2
5. რუსეთი 1 0 1 2
6. ნორვეგია 0 3 1 4
7. ბელარუსი 0 1 0 1
7. უკრაინა 0 1 0 1
9. ავსტრია 0 0 2 2
10. ფინეთი 0 0 1 1
10. იტალია 0 0 1 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"