გიგანტის მეწინავენი

AutoSharing Option
მოთხილამურეთა საქართველოს თასის გათამაშებაზე ორგანიზატორებმა გიგანტურ სლალომში ოთხი ეტაპის შედეგები შეაჯამეს. გაგაცნობთ ასაკების მიხედვით გოგონათა და ვაჟთა შორის დაწინაურებულთა ვინაობას:

1995 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. გოგონები. 1. სუსანა გავა (90 ქულა), 2. ნატაშა გავა (ორივე-ბაკურიანი, 70), 3. ელენე ჩხეიძე (თბილისი, 43). ვაჟები. 1. კოტე ვახტანგიშვილი (95), 2. დავით თედიაშვილი (61), 3. იასონ აბრამაშვილი (სამივე-ბაკურიანი, 45).

1996-1997 წლებში დაბადებულნი. გოგონები. 1. ნუცა ხურცილავა (თბილისი, 80), 2. ანასტასია კვირიკაძე (გუდაური, 75), 3. ნატა მგელაძე (თბილისი, 67). ვაჟები. 1. გიორგი კურტანიძე (60),
2. სოსლან ბაკაევი (57), 3. ნოდარ ჩუბკო (სამივე-ბაკურიანი, 50).

1998-1999 წლებში დაბადებულნი. გოგონები. 1. ანა გორდეზიანი (თბილისი, 85), 2. სალომე კვიციანი (მესტია, 55), 3 ქეთევან ჩოგაძე (აჭარა, 52). ვაჟები. 1. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 71), 2. ნიკოლოზ ცაგარელი (70), 3. ვალიკო მარსაგიშვილი (ორივე-გუდაური, 57).

გუდაური 5-7 აპრილს სუხიას (სუპერგიგანტი), ვატო ფიფიას (სპეციალური სლალომი) და აბუს (გიგანტური სლალომი) სახელობის ტურნირებს უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული