წელიწადი ნაყოფიერად მიმდინარეობს

AutoSharing Option
ზაფხულის მიუხედავად, ქართველი მოთხილამურეები უქმად არ ყოფილან და მესტიაში ერთმანეთს სპეციალურ სლალომში შეეჯიბრნენ. უშბის მყინვარზე, ზღვის დონიდან 3 100 მეტრზე ჩატარებული ჩემპიონატი უპრეცედენტოა საქართველოს სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში. ტურნირმა დაამტკიცა, რომ ჩვენი ბუნებრივი პირობების წყალობით ქართველ მოთხილამურეებს სრულყოფილად ვარჯიში მთელი ზაფხულის განმავლობაში შეუძლიათ.

მესტიაში ასეთი შედეგები დაფიქსირდა:

გოგონები, 1995 წლამდე დაბადებულები: 1. ნინო წიკლაური (გუდაური), 2. ნატაშა გავა, 3. სუსანა გავა (ორივე - ბაკურიანი).

ბიჭები, 1991-1994 წლებში დაბადებულები: 1. ალეკო ბენიაიძე (გუდაური), 2. კახა კურტანიძე, 3. დავით გავა (ორივე - ბაკურიანი).

ბიჭები, 1996 წლის შემდე დაბადებულები: 1. სოსო ჯაფარიძე (გუდაური), 2. სოსო ბაკაევი (ბაკურიანი), 3. გოგა ოგბაიძე (გუდაური).

2010 წლის ნახევარი ქართული უდავოდ თხილამურობისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ორგანიზებულად, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა ქვეყნის ჩემპიონატი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელად გამოცდილი იტალიელი ჯორჯო კომპანიონი დაინიშნა, ქართველმა მოთხილამურეებმა იასპარეზეს საერთაშორისო ტურნირებზე, ქართველ ინსტრუქტორებს უცხოელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს მასტერკლასი, მონაწილეობა მიიღეს გუდაურსა და ბაკურიანში ტრასებს ჰომოლოგაცია-სერტიფიცირებაში...



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული