მესტიაში ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
გოგონები, 1995 წლამდე დაბადებულები: 1. ნინო წიკლაური (გუდაური), 2. ნატაშა გავა, 3. სუსანა გავა (ორივე - ბაკურიანი).
ბიჭები, 1991-1994 წლებში დაბადებულები: 1. ალეკო ბენიაიძე (გუდაური), 2. კახა კურტანიძე, 3. დავით გავა (ორივე - ბაკურიანი).
2010 წლის ნახევარი ქართული უდავოდ თხილამურობისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ორგანიზებულად, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა ქვეყნის ჩემპიონატი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელად გამოცდილი იტალიელი ჯორჯო კომპანიონი დაინიშნა, ქართველმა მოთხილამურეებმა იასპარეზეს საერთაშორისო ტურნირებზე, ქართველ ინსტრუქტორებს უცხოელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს მასტერკლასი, მონაწილეობა მიიღეს გუდაურსა და ბაკურიანში ტრასებს ჰომოლოგაცია-სერტიფიცირებაში...