სამთო-სათხილამურო სპორტი. მსოფლიოს თასი: პასუხი კრიტიკოსებს

AutoSharing Option
ავსტრიის კურორტ შლადმინგში მსოფლიოს თასის ერთდღიან ეტაპზე ხელოვნური განათების ქვეშ ღამის რბოლა გაიმართა სლალომში. და, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში მოექცა ამ დისციპლინაში სეზონის ლიდერი და ხუთი ეტაპის მომგები ავსტრიელი მარსელ ჰირშერი.

მისთვის შლადმინგში გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ბოლო დღეებში ავსტრიელი მოთხილამურე ფეარ ფლეის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულეს. ექსპერტები და კოლეგები ჰირშერს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის დაშვებისას მსაჯებისთვის შეუმჩნეველ შეცდომებს შეგნებულად უშვებდა და ამით დროს იუმჯობესებდა. ყველაზე მეტად აქტიურობდა საერთო ჩათვლაში მარსელის მთავარი კონკურენტი ივიცა კოსტელიცი.

ეს
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ჰირშერმა ვენგენსა და კიტცბუელში ვერ შეძლო სლალომის სტარტის დასრულება, რადგან კარის გავლისას უმნიშვნელო შეცდომა დაუშვა, მაგრამ მსაჯებს ეს არ გამოპარვიათ.

ბუნებრივია, შლადმინგში ჰირშერის გამოსვლა მაქსიმალური ყურადღების ცენტრში იყო. 22 წლის ავსტრიელმა ორივე დაშვება წესების სრული დაცვით შეასრულა და საბოლოოდ, 22 მეასედი წამით მოუგო მეორე ადგილზე გასულ იტალიელ სტეფანო გროსს.

ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, სამთო-სათხილამურო სპორტის ახალი ვარსკვლავი ხდება. ამ თვეში, შვეიცარიის ადელბოდენში მან კარიერაში პირველი პოდიუმი მოიპოვა, ახლა კი იგივე ავსტრიაში გააკეთა.

რაც შეეხება მსოფლიოს თასის მოქმედ ჩემპიონსა და ლიდერს ივიცა კოსტელიჩს, მან 3 მეათედი წამი წააგო ჰირშერთან და მეოთხე ადგილზე გავიდა. ამით სხვაობა ხორვატსა და ავსტრიელს შორის 80 ქულამდე დავიდა.
სლალომი

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1:43.01 (50.13+52.88); 2. სტეფანო გროსი (იტა) - 1:43.23 (51.34+51.89); 3. მარიო მატი (ავსტრია) - 1:43.30 (50.88+52.42); 4. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - 1:43.31 (51.31+52.00); 5. ნაოკი იუასა (იაპ) - 1:43.51 (51.94+51.57); 6. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 1:43.97 (51.44+52.53).

საერთო ჩათვლა
1. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - 905; 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 825; 3. ბიტ ფოიზი (შვეიც) - 665; 4. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 578; 5. აქსელ-ლუნდ სვინდალი (ნორ) - 534; 6. ბოდე მილერი (აშშ) - 450...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული