შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბდა და მთელი დატვირთვით მუშაობს სამი სათხილამურო სკოლა (გომარდული, ქედლები, დანისპარაული) 280-მეტრიანი მარტივი ტიპის საბაგირო გზებითა და სათხილამურო ტრასებით.
სწორედ ამ სკოლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა გომარდულში აჭარის პირველობაზე სპეციალურ სლალომში. გაუწყებთ გამარჯვებულთა და
გოგონები
1999-2000 წლებში დაბადებულნი. 1. რიმა ჯორბენაძე, 2. ქრისტინა ჯაყელი, 3. თამთა ჩოგაძე.
1997-1998 წ.წ. 1. ზეინაბ ჯორბენაძე, 2. ილონა შავაძე, 3. ელზა ჭაღალიძე.
1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. 1. შორენა ჯორბენაძე, 2. ირმა შანთაძე, 3. თეონა მახარაძე.
ვაჟები
1999-2000 წ.წ. 1. რაულ ქარცივაძე, 2. ლაშა მეხეშიძე, 3. რუსლან ბოლქვაძე.
1997-1998 წ.წ. 1. გულადი ქარცივაძე, 2. გოჩა ჯორბენაძე, 3. აჩიკო ბოლქვაძე.
1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. 1. ირაკლი შავაძე, 2. თენგიზ მეხეშიძე, 3. ზაზა დეკანაძე.
აჭარის პირველობის გამარჯვებულები და პრიზიორები (ისინი ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები არიან) 24-25 თებერვალს გუდაურში საქართველოს თასის მეორე ეტაპზე გამოვლენ.
ამჯერად მეთერთმეტეზე
საფრანგეთის ქალაქ ვარსში მოთხილამურე ვაჟები გუშინ სლალომში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ალექსი ბენიაიძემ ამჯერად 1.28,03-ით მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. პირველი-მესამე ადგილები ფრანგებმა- ნიკოლას საატჯიანმა (1.25,85), მატიას როლანდმა (1.27,04) და ნორმან ბლანკმა (1.27,05) გაინაწილეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"