მანიაკი მაგდალენა ნოიერის წინააღმდეგ

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, თანამედროვეობის საუკეთესო ქალი ბიატლონისტი, გერმანელი მაგდალენა ნოიერი ამ სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებს.

გაზეთმა "ბილდმა" გაარკვია ამ უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი.

თურმე ნოიერს შეშლილი თაყვანისმცემელი დევნიდა - 44 წლის მამაკაცი სახელად ლოთარ-დიტრიხი. ის 2010 წლის 31 აგვისტოს, ღამით სპორტსმენის აივანზე ავიდა და ფანჯარაზე დააკაკუნა.

პოლიციამ დააპატიმრა მამაკაცი, მაგრამ მალე გაანთავისუფლა. როგორც ირკვევა, მაგდალენას მომაბეზრებელ გულშემატკივარს ფსიქიური აშლილობა აქვს, ამიტომაც არ შეიძლება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ლოთარ-დიტრიხს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებენ იმ შემთხვევაში, თუ ის სამი
წლის განმავლობაში შეეცდება ნოიერთან ურთიერთობას.

"ბილდი" ვარაუდობს, რომ სწორედ ამ შემთხვევამ აიძულა მაგდალენა სპორტიდან წასულიყო, მით უმეტეს, რომ სახლში შეჭრის მცდელობის შემდეგ, ნოიერს უძილობა დასჩემდა.

სხვათა შორის ეს არ არის პირველი ასეთი შემთხვევა. მაგდალენამ მოყვა, რომ 2009 წელს მან უკვე გადაიტანა მსგავსი ინციდენტი: "ორჯერ ჩემს კართან უცნობი მამაკაცები იდგნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ ცოლობას დავთანხმდებოდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნოინერი
dato
16:51 10-02-2012
0

სიახლეები პოპულარული