გუშინდელი დღე სამი მათგანისთვის აშკარად უიღბლო აღმოჩნდა: იტალიურ პიანკავალოში გოგონები და ვაჟები სლალომში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
სუსანა გავამ პირველსავე დისტანციაზე მიიღო დისკვალიფიკაცია; ნინო წიკლაური პირველი, დიმიტრი გედევანიშვილი კი მეორე დაშვებისას გამოეთიშა შეჯიბრებას. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მასპინძლები - ანა დონატი (1.24,79) და ლუკა მენაზი (1.14,70) გავიდნენ.
* * *
გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ სამთო თხილამურობაში საქართველოს თასის გათამაშების მე-2 ეტაპს გუდაური უმასპინძლებს.
შეჯიბრების მონაწილენი 24
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"