ჭორები იმაზე, რომ შვედი ოლიმპიური ჩემპიონი ლესბოსელია, დიდი ხანია დადიოდა, მაგრამ სპორტსმენმა მხოლოდ ახლა გაბედა ამის აღიარება.
"დავიღალე ამდენი შენიღბვისა და თამაშისგან. ვალდებული ვარ, სიმართლე ვთქვა ჩემთვის და განსაკუთრებით, ფილიპასთვის, - განაცხადა შვედური რადიოსადგურით პერსონმა. - ჭორების დრო გავიდა".
31 წლის მოთხილამურემ კარიერა ამა წლის მარტში დაასრულა. პერსონის აღიარებით, არასოდეს ეგონა, თუ ქალს შეიყვარებდა, მაგრამ 2005 წელს, ფილიპასთან შეხვედრის შემდეგ, აზრი შეიცვალა. ანიას მეგობარი ქალი 39 წლისაა.
"არასოდეს
"დიდი ხნის წინ ვიცოდი, რას გავაკეთებდი. ვაპირებ, დედა გავხდე", - განაცხადა ექვსი ოლიმპიური მედლის მფლობელმა.
პერსონს სამთო-სათხილამურო სპორტში დებიუტი 1988 წელს ჰქონდა. 24-წლიანი კარიერის განმავლობაში მან მსოფლიოს ჩემპიონატის 19 მედალი მოიგო, გაიმარჯვა მსოფლიოს თასის 42 ეტაპზე და მოიპოვა ექვსი ოლიმპიური მედალი, მათ შორის, ოქრო ტურინში 2006 წლის თამაშებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"