ბაჰრეინელმა კერძო ინვესტორმა ფუად შუვაითარმა ქვეყნის მთავრობასთან ხელი მოაწერა 30-წლიან ხელშეკრულებას, რომელიც Grand Muharraq Garden-ის კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს.
რეკონსტრუქცია ითვალისწინებს ქვეყანაში პირველი სრულფასოვანი სამთო-სახილამურო ტრასის მშენებლობას.
პროექტის ღირებულება 63.6 მილიონი დოლარი იქნება და მისი განხორციელება 2013 წლის იანვარში დაიწყება. მშენებლობის დასრულება 2016 წელს არის ნავარაუდები.
პროექტის დიზაინერის მოჰამედ ელ-თავილის სიტყვებით, კომპლექსის საერთო ტერიტორია 111 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.
იქ განთავსდება რესტორნები, რამდენიმე ფიტნეს-კლუბი, ცენტრი ხანში შესული სტუმრებისთვის, ახლო აღმოსავლეთში უდიდესი ბოულინგ-ცენტრი და სავაჭრო ცენტრები...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"