სასწაული - ბაჰრეინში სამთო-სათხილამურო ცენტრი აშენდება

AutoSharing Option
აგერ უკვე 15 წელია ბაჰრეინში უნიკალურ პროექტზე მუშაობდნენ - ლაპარაკია გადახურულ სამთო-სათხილამურო ცენტრზე. და, როგორც ჩანს, ამ "ცხელი" ქვეყნის მაცხოვრებელთა ოცნება ასრულდება.

ბაჰრეინელმა კერძო ინვესტორმა ფუად შუვაითარმა ქვეყნის მთავრობასთან ხელი მოაწერა 30-წლიან ხელშეკრულებას, რომელიც Grand Muharraq Garden-ის კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს.

რეკონსტრუქცია ითვალისწინებს ქვეყანაში პირველი სრულფასოვანი სამთო-სახილამურო ტრასის მშენებლობას.

პროექტის ღირებულება 63.6 მილიონი დოლარი იქნება და მისი განხორციელება 2013 წლის იანვარში დაიწყება. მშენებლობის დასრულება 2016 წელს არის ნავარაუდები.

პროექტის დიზაინერის მოჰამედ ელ-თავილის სიტყვებით, კომპლექსის საერთო ტერიტორია 111 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.
60 პროცენტი დაეთმობა "მწვანე ზონას", რომელშიც თემატური პარკი გაშენდება, დანარჩენი 40 პროცენტი კი ცათამბჯენებითვის იქნება განკუთვნილი.

იქ განთავსდება რესტორნები, რამდენიმე ფიტნეს-კლუბი, ცენტრი ხანში შესული სტუმრებისთვის, ახლო აღმოსავლეთში უდიდესი ბოულინგ-ცენტრი და სავაჭრო ცენტრები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
63.6 მილიონი თუ მილიარდი? მემგონი მილიარდი
levanrugby
14:30 06-07-2012
0

სიახლეები პოპულარული