როგორც ირკვევა, ვონს მსოფლიოს თასის ლეიკ-პლესიდის ეტაპზე, სწრაფდაშვების დისციპლინაში მამაკაცების წინააღმდეგ გამოსვლა სურს.
ლინდსი ვონს დიდი ხანია სურს ძალების მოსინჯვა მამაკაცების ტურნირში, რადგან მიაჩნია, რომ მომავალში ქალებს შეუძლიათ მათთან ტოლსწორად ბრძოლა. ლინდსი სეზონის წინ მზადების დიდ ნაწილს მამაკაცებთან ერთად გადის და აცხადებს, რომ ხშირად ამარცხებს მათ ვარჯიშებზე.
ამერიკელის თხოვნას სათხილამურო სპორტის ფედერაცია უახლოესი ორი კვირის განმავლობაში განიხილავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"