დასკვნა საკმაოდ არასახარბიელოა - უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებული ზომებისა და დამცავი ჩაფხუტების პოპულარიზაციის მიუხედავად, თავის ტრავმები უფრო გახშირდა. ოქტომბერში, დენვერში გამართულ სამეცნიერო ასამბლეაზე ამ თემის შესახებ ორი კვლევა წარმოადგინეს. რამდენიმე მოულოდნელი დასკვნა ამერიკულ პრესას გადაეცა.
"დამცავი ჩაფხუტების გამოყენების მიუხედავად, სამთო თხილამურებსა და სნოუბორდინგში თავის ქალის ტრავმების რიცხვი გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე სპორტის ამ სახეობისთვის დამახასიათებელი სხვა ტრავმების რაოდენობა, - ამბობს წამყვანი მკვლევარი მარკ კრისტენსენი. - ტრავმის მიღების
2004 წელს აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოთხილამურეებმა და სნოუბორდისტებმა თავის 9308 ტრავმა მიიღეს. 2010 წელს ეს რიცხვი 14 947-მდე გაიზარდა (ანუ 50 პროცენტით). ამასთან, 2004-10 წლების პერიოდში - ჩაფხუტების გამოყენების რიცხვი 20 პროცენტით გაიზარდა.
რატომ იზრდება ტრავმების რიცხვი? ამერიკელმა მკვლევარებმა მიზეზები არ დაასახელეს, მაგრამ ამ რიცხვებმა, შესაძლოა, რაღაცნაირად იქონიოს გავლენა იმ უამრავი ადამიანის ქცევაზე, რომლებსაც ზამთარში მთებში სრიალი უყვართ.
ტრავმების გაზრდის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ფრირაიდი, ანუ თხილამურებით სრიალი ტრასებს მიღმა. სხვები ირწმუნებიან, რომ ჩაფხუტი ზრდის უსაფრთხოების გრძნობას, შესაბამისად, იზრდება თვითდაჯერება - ადამიანები უფრო მეტად მიდიან რისკზე.
"ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში თხილამურებით ან სნოუბორდით სრიალისას თავის ტრავმის დარეგისტრირებული შემთხვევები უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ზოგადი ტრავმები", - წერია მოხსენებაში.
სწორედ ამიტომ ზოგიერთი კანადური კურორტი სავალდებულოს გახდის ჩაფხუტის გამოყენებას, ბევრმა ჩრდილოამერიკულმა კურორტმა კი ტრასებზე მომუშავე თანამშრომლებს მოსთხოვა, მუდმივად იქონიონ ჩაფხუტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"