თანამედროვეობის საუკეთესო ქალ მოთხილამურეს 24 ნოემბერს კანადის ლეიკ-ლუისში მსოფლიოს თასის ეტაპზე მამაკაცთა სწრაფდაშვებაში გამოსვლა სურდა.
ამ თხოვნით ვონმა ფედერაციას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიმართა. მან ჩათვალა, რომ შეუძლია მამაკაცი მოთხილამურეებისთვის კონკურენციის გაწევა. ამერიკელი მაშინ იმასაც აცხადებდა, რომ უკვე დამარცხებული ჰყავს მამაკაცები თავისუფალი პრაქტიკების დროს.
ვონის თხოვნა ფედერაციამ სპეციალურ სხდომაზე განიხილა და სპორტსმენისთვის უიმედო გადაწყვეტილება მიიღო.
"ფედერაცია პატივს სცემს ლინდსი ვონის თხოვნას, მაგრამ ჩვენი
თუმცა ვონს შეუძლია მამაკაცთა ტურნირზე გამოსვლა ტრასის გამკვალავის როლში - სანამ მონაწილეები დაიწყებენ გამოსვლას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"