ამ დისციპლინაში ავსტრიის ქალთა ნაკრები სამართლიანად მიიჩნევა ლიდერად, მაგრამ ლევიში ამ გუნდის წევრებს სრული კრახი ელოდათ.
ნაკრების სამმა ლიდერმა - მარლის შილდმა, კატრინ ცეტელმა და მიხაელა კირხგასერმა საერთოდ ვერ დაასრულეს დისტანცია. ავსტრიელ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად შილდმა დაწყვიტა გული, რადგან ვარჯიშებისას ყველა ერთხმად აღიარებდა - ავსტრიელი ბრწყინვალე ფორმაში იყო. საბოლოოდ, ავსტრიის ნაკრებიდან საუკეთესო შედეგი (მეცხრე ადგილი) გუშინდელმა რეზერვისტმა ალექსანდრა დაუმმა აჩვენა.
მესამე ადგილზე აღმოჩნდა 17 წლის ამერიკელი მიკაელა შიფრინი, რომელიც აოცებს გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს ფანტასტიკური შედეგებით. შიფრნისთვის ეს უკვე მეორე პოდიუმია მსოფლიო თასის ეტაპებზე.
ზელდენში გიგანტური სლალომის ტრიუმფატორმა ტინა მაზემ მეოთხე დრო აჩვენა. უნდა აღინიშნოს შვედეთის ნაკრების წარმატებული გამოსვლა - ამ ქვეყანას პირველ ათეულში სამი სპორტსმენი ჰყავდა.
სლალომი
1. მარია რიში (გერ) - 1:55.58; 2. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - +0.55; 3. მიკაელა შიფრინი (აშშ) - +0.74; 4. ტინა მაზე (სლოვენ) - +0.96; 5. ვერონიკა ზუზულოვა (სლოვაკ) - +1.24; 6. ტერეზა ბორსენი (შვედ) - +1.32...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"