ინერჰოფერი კარგად არის ცნობილი სამთო თხილამურების სამყაროში. საკმარისია აღინიშნოს ის, რომ მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე იტალიელმა სამი მედალი მოიპოვა. მაგრამ ჩრდილოტიროლელმა ჩააგდო შარშანდელი სეზონი და ამიტომაც ორიდღისწინანდელ ეტაპზე უძლიერესთა ჯგუფის მიღმა აიღო სტარტი.
მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იტალიელისთვის, ამერიკულ სტარტზე საჩემპიონო გამოსვლა ეჩვენებინა. სვინდალმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მაგრამ მეორე ადგილზე მაღლა ასვლა ვერ მოახერხა.
სხვათა შორის, დიდი ხანი არ
ასევე დიდი სიუპრიზი აღმოჩნდა ათეულში ავსტრიელი ფლორიან შაიბერის მოხვედრა, რომელმაც 42-ე პოზიციიდან აიღო სტარტი და მეოთხე მივიდა ფინიშთან.
სწრაფდაშვება
1. კრისტოფ ინერჰოფერი (იტალია) - 1:41.69; 2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - +0.23; 3. ჩეტილ იანსრუდი (ნორვეგია) - +0.50; 4. ფლორიან შაიბერი (ავსტრია) - +0.60; 5. დომინიკ პარისი (იტალია) - +0.85; 6. გეორგ შტრაიტბერგერი (ავსტრია) - +0.87...
* * *
ქალებმა ორჯერ იასპარეზეს სწრაფდაშვებაში კანადის ლეიკ-ლუისის ტრასაზე.
როგორც ჩანს, ჩვეული ფორმა აკრიფა მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა ლინდსი ვონმა, რომელიც ორივე შემთხვევაში პირველ ადგილზე გავიდა და პირველი 200 ქულა მოიპოვა წლევანდელ სეზონში.
ამერიკელმა თავისი კარგი ფორმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, როცა ვარჯიშის დროს მამაკაცებზე უკეთესი დრო აჩვენა.
საინტერესოა, რომ ორივე სტარტზე ასევე ამერიკელი სტეისი კუკი გადიოდა მეორე ადგილზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"