არადა, წინა დღეს ავსტრიელმა უხეში შეცდომა დაუშვა გიგანტური სლალომის ტრასაზე და ძალიან დაბალი შედეგი აჩვენა. იყო საშიშროება იმისა, რომ ჰირშერი ვერც მომდევნო დღეს ავიდოდა სლალომის პოდიუმზე, რადგან პირველი ცდის შემდეგ მხოლოდ მერვე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ მეორე დაშვებისას ავსტრიელმა ფანტასტიკური ტემპი განავითარა.
საკმარისია აღინიშნოს, რომ პირველი ცდის ლიდერი,
ჰირშერმა წელს მოიგო სლალომი მადონა დი კამპილიოში, ზაგრებსა და ადელბოდენში, კიდევ ორ სტარტზე პოდიუმზე ავიდა, რითაც ამ დისციპლინაში ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს საერთო ჩათვლას. რაც შეეხება გენერალურ კლასიფიკაციას, აქ ჰირშერის უპირატესობა უახლოეს მდევართან, ნორვეგიელ აქსელ ლუნდ სვინდალთან 126 ქულამდე გაიზარდა.
სლალომი
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1:51.75 (56.52+55.23); 2. მარიო მატი (ავსტრია) - 1:52.05 (55.70+56.35); 3. მანფრედ მოელგი (იტალია) - 1:52.37 (55.65+56.72); 4. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) - 1:52.87 (56.21+56.66); 5. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 1:52.91 (56.11+56.80); 6. ალექსის პინტურო (საფ) - 1:52.94 (56.66+56.28)...
საერთო ჩათვლა
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 855 ქულა; 2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 729; 3. ტედ ლიგეტი (აშშ) - 676; 4. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 546; 5. მანფრედ მოელგი (იტალია) - 427; 6. ალექსის პინტურო (საფ) - 354...
* * *
ქალები ავსტრიის კურორტ სენტ ანტონში შეიკრიბნენ და იქ ორი დღის განმავლობაში ჩქაროსნულ დისციპლინებში ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ავსტრიაში მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა. აქამდე ქალებს შორის ისტორიაში მხოლოდ ხუთ მოთხილამურეს ჰქონდა მოგებული მსოფლიოს თასის ეტაპი ხუთივე დისციპლინაში. ესენი არიან: ლინდსი ვონი, იანიცა კოსტელიჩი, ანია პერსონი, პერნილა ვიბერგი და პეტრა კრონბერგერი.
ახლა ამ ხუთეულს წლევანდელი სეზონის უდავო ლიდერი, სლოვენიელი ტინა მაზე შეუერთდა. 29 წლის მოთხილამურის კოლექციას აკლდა მოგება სუპერგიგანტში და მაზემ ნავსი სწორედ სენტ ანტონში გატეხა. არადა, ეს გამარჯვება შეიძლება არც შემდგარიყო, რადგან მაზეს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა ავსტრიელი ანა ფენინგერისგან. საბოლოოდ, მათ შორის სხვაობამ 0.04 წამი შეადგინა.
ასევე რთული იყო ამ ეტაპის მოგება იმ მხრივაც, რომ დაახლოებით ერთთვიანი შესვენების შემდეგ ტრასას დაუბრუნდა ამერიკელი ლინდსი ვონი. თუმცა მსოფლიოს თასის მოქმედი ჩემპიონი ჯერ არ იმყოფება სპორტულ ფორმაში. მან წინა დღეს, სწრაფდაშვებაში მხოლოდ მეექვსე დრო აჩვენა, სუპერგიგანტში კი 0.01 წამი დააკლდა პოდიუმამდე.
რაც შეეხება ტინა მაზეს, მან წლევანდელ სეზონში უკვე მეექვსე ეტაპი მოიგო და კომფორტულად ლიდერობს საერთო ჩათვლას - მას 1289 ქულა აქვს და 545-ით უსწრებს უახლოეს მდევარ მარია რიშს.
სუპერგიგანტი
1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1:16.55; 2. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 1:16.59; 3. ფაბიან სუტერი (შვეიც) - 1:17.54; 4. ლინდსი ვონი (აშშ) - 1:17.55; 5. მარია რიში (გერმანია) - 1:17.64; 6. ჯულია მანკუზო (აშშ) - 1:17.75...
საერთო ჩათვლა
1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1289 ქულა; 2. მარია რიში (გერმანია) - 744; 3. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 597; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 590; 5. ლინდსი ვონი (აშშ) - 504; 6. ვიქტორია რებენსბურგი (გერმანია) - 467...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოთხილამურეებს ახალი ლიდერი ჰყავთ