პირველ ორ რაუნდს გუდაურმა და ბაკურიანმა უმასპინძლეს. მესამე ეტაპი - სპეციალურ სლალომში - ბაკურიანში ჩატარდა.
დიდველზე თბილისის, აჭარის, მესტიის, ბაკურიანის, ბორჯომისა და გუდაურის 55-მა წარმომადგენელმა მოიყარა თავი. გოგო-ბიჭები საპრიზო ადგილებს სამ ასაკში ეცილებოდნენ ერთმანეთს. ამ ეტაპზე არ უასპარეზიათ საქართველოს ნაკრების წევრებს, რომლებიც ევროპის თოვლიან ტრასებზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის ემზადებიან.
აქვე, დიდველზე სპეციალურ სლალომში გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას გაგაცნობთ.
გოგონები. 1999-2000 წწ. დაბადებულები. 1. თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი, 1.45,17), 2.
1997-1998 წწ. დაბადებულები. 1. ნუცა ხურცილავა (1.46,57), 2. ანა გორდეზიანი (ორივე - გუდაური, 1.58,50) (ხუთმა მონაწილემ მეორე დისტანცია ვერ ჩაამთავრა).
1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. 1. სუსანა გავა (ბაკურიანი, 1.41,56), 2. ნატა მგელაძე (გუდაური, 2.04,30).
ვაჟები. 1999-2000 წწ. დაბადებულები. 1. ნიკოლოზ ცაგარელი (გუდაური, 1.39,36), 2. ლაშა კურტანიძე (ბაკურიანი, 1.42,04). 3. დათო ნაზღაიძე (გუდაური, 1.45,01).
1997-1998 წწ. დაბადებულები. 1. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 1.30,63), 2. ვალიკო მარსაგიშვილი (გუდაური, 1.42,33), 3. ბესო ჯაფარიძე (მესტია, 1.46,40).
1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. 1. შოთა ნათაძე (გუდაური, 1.24,94), 2. კოტე ვახტანგიშვილი (ბორჯომი, 1.25,09), 3. კახა კურტანიძე (ბაკურიანი, 1.26.27).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"