სათხილამურო სპორტი: ისევ ნორვეგია დომინირებს

AutoSharing Option
სათხილამურო სპორტში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ოქრო მოიგო ბრწყინვალე ნორვეგიელმა მორბენალმა მარიტ ბიორგენმა.

ბიატლონში ნორვეგიელთა დომინირება იტალიის ვალ დი ფიემში გაგრძელდა, სადაც სათხილამურო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მედლების მეორე კომპლექტი ქალებმა 15-კილომეტრიანი სკიატლონში გაითამაშეს, რომელიც ნორვეგიელთა სრული დომინაციით წარიმართა.

სადღაც დისტანციის შუაში, როცა მოთხილამურეებს თავისუფალი სტილისთვის ინვერტარი უნდა შეეცვალათ, ჩამოყალიბდა ლიდერთა ჯგუფი, რომელშიც ოთხი ნორვეგიელი და იუსტინა კოვალჩიკი შედიოდნენ. ამ ჯგუფში პოლონელი ყველაზე სუსტად გამოიყურებოდა და ამიტომაც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ჩვენ თვალს ვადევნებდით არა მსოფლიოს ჩემპიონატს, არამედ, ნორვეგიის პირველობას.

მარიტ
ბიორგენმა დაიცვა ორი წლის წინ მოპოვებული ტიტული. ის ბოლო აღმართზე გაექცა თანამემამულე ტერეზა იოჰაუგს. არადა, ამაღლებაზე შეტევას სწორედ ამ უკანასკნელისგან ელოდნენ და არა ბიორგენისგან. მესამე ადგილი დაიკავა ახალგაზრდა ჰაიდი ვენგმა, რომელმაც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში აჯობა კრისტინ სტეირას. კოვალჩიკი მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

* * *
მამაკაცების სკიატლონი 30-კილომეტრიანი იყო და ის ტაქტიკურად ბრწყინვალედ წარმართა თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთხილამურემ დარიო კოლონიამ, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქრო ჰქონდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე არასოდეს გაემარჯვა.

შვეიცარიელმა ფინიშთან ახლოს, სწორედ იქ შეუტია, სადაც საჭირო იყო და გაუსწორდა ორ ნორვეგიელს - მარტინ იანსრუდსა და სიურ რიეტოეს. მოქმედმა ჩემპიონმა პეტერ ნორტუგმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლიდერთა ჯგუფს არ ჩამორჩენოდა, მაგრამ აღმართის დაძლევისას დაიღალა და მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. ნორტუგმა უკვე მეორე დისციპლინაში წააგო - მანამდე ის მეორე ადგილს დასჯერდა ინდივიდუალურ სპრინტში.

სკიატლონი

ქალები
1. მარიტ ბიორგენი (ნორვეგია) - 39:04.4; 2. ტერეზა იოჰაუგი (ნორვეგია) - +3.4; 3. ჰაიდი ვენგი (ნორვეგია) - +14.9; 4. კრისტინ სტეირა (ნორვეგია) - +18.3; 5. იუსტინა კოვალჩიკი (ნორვეგია) - +27.1; 6. შარლოტა კალა (შვედეთი) - +41.2...

კაცები
1. დარიო კოლონია (შვეიცარია) - 1:13.09.3; 2. მარტინ იანსრუდი (ნორვეგია) - +1.8; 3. სიურ რიოტე (ნორვეგია) - +2.0; 4. პეტერ ნორტუგი (ნორვეგია) - +5.2; 5. მაქსიმ ვილეგჟანინი (რუსეთი) - +8.1; 6. ალექსანდრ ლეგკოვი (რუსეთი) - +10.1...

გუნდური სპრინტი

ქალები
1. აშშ (ჯესიკა დიგინსი, კიკან რენდელი) - 20.24,4; 2. შვედეთი (შარლოტა კალა, იდა ინგემარსდოტერი) - +7,8; 3. ფინეთი (რიიკა სარასოია-ლილია, კრისტა ლაჰტენმიაკი) - +10,9; 4. ნორვეგია - +20,8; 5. იტალია - +21,4; 6. სლოვენია - +25,1...

კაცები
1. რუსეთი (ალექსეი პეტუხოვი, ნიკიტა კრიუკოვი) - 21.30,9; 2. შვედეთი (მარკუს ჰელნერი, ემილ იონსონი) - +0,4; 3. ყაზახეთი (ნიკოლაი ჩებოტკო, ალექსეი პოლტორანინი) - +0,7; 4. კანადა - +0,7; 5. იტალია - +3,5; 6. საფრანგეთი - +5,3...

სათხილამურო ორჭიდი

HS106 + 10 კმ
1. ჯეისონ ლამი შაპუი (საფრანგეთი) - 29:13.2; 2. მარიო შტეხერი (ავსტრია) - 29:13.4; 3 . ბიორნ კირხაიზენი (გერმანია) - 29:13.5; 4. ერიკ ფრენცელი (გერმანია) - 29:13.7; 5. ჰავარდ კლემეტსენი (ნორვეგია) - 29:29.4; 6. ტაიჰეი კატო (იაპონია) - 29:37.9...
ტრამპლინიდან ხტომა

HS106
1. ანდერს ბარდალი (ნორვეგია) - 252,6 (103,5+100,0); 2. გრეგორ შლირენცაუერი (ავსტრია) - 248,4 (98,0+97,5); 3. პეტერ პრევცი (სლოვენია) - 244,3 (102,5+98,5); 4. ზევერინ ფროინდი (გერმანია) - 242,6 (101,0+99,0); 5. ტომას მორგენშტერნი (ავსტრია) - 242,0 (100,0+100,5); 6. რიჩარდ ფრაიტაგი (გერმანია) - 239,1 (103,5+97,5)...

ასევე იხილეთ:
სათხილამურო სპორტი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბიორგენის მეცხრე ოქრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული