ამის შესახებ იტყობინება სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია. მეიმ დისკვალიფიკაცია გიგანტური სლალომის დროს, კარის არასწორად გავლის გამო მიიღო. მუსიკოსი მონაწილეობას იღებდა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ღია პირველობაში, რომელსაც კურორტმა კორონეტ-პიკმა უმასპინძლა.
მეიმ, რომელიც ტაილანდს წარმოადგენდა, დისკვალიფიკაციის გამო ვერ შეძლო მეორე ცდაზე გამოსვლა. გიგანტურ სლალომში ტურნირი ავსტრიელმა კრისტინა შეიერმა მოიგო.
მეის არც ერთი ჩასათვლელი ქულა არ მიუღია. იმისთვის, რომ მევიოლინემ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მიიღოს, საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ
34 წლის მეი, რომელიც სინგაპურში ტაილანდელისა და ჩინელის ოჯახში დაიბადა, ბავშვობიდან ბრიტანეთში ცხოვრობს. ის ოთხი წლის ასაკიდან არის გატაცებული სამთო თხილამურებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"