ლევან ყიფიანი სამთო მოთხილამურეების ნაკრებს შეხვდა

AutoSharing Option
3 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა.

ჟურნალისტების შეკითხვებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და სამთო-სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ცაგარელმა, ასევე, ნაკრების იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ლაზარინიმ უპასუხეს.

პრესკონფერენციის თემა საქართველოს ნაკრები გუნდების საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობა და 2014 წლის საქართველოს თასის გათამაშება იყო. 9 იანვარს საქართველოს ნაკრები გუნდი ევროპაში გაემგზავრება. ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას.

სამთო მოთხილამურეებიდან სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიები ალექსი ბენიაიძეს, იასონ აბრამაშვილს და
ნინო წიკლაურს
აქვთ მოპოვებული, ჯაბა გელაშვილი კი ლიცენზიის მოსაპოვებლად ჯერ კიდევ იბრძვის.

2014 წლის ზამთრის სეზონის საქართველოს თასის გათამაშების ეტაპები წლეულს ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში ხუთ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი იანვრის შუა რიცხვებში გუდაურში იგეგმება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ყველა ეტაპის შესახებ მოამზადებს საინფორმაციო ფილმს, რომელიც საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ტელევიზიაში რეგულარულად გაშუქდება.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილის
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული