0:0, 1:0, 4:0
გოლები: 1:0 ბურაკოვსკი-6, 2:0 ჯ. უილიამსი-13 (მ. იოჰანსონი-16, კუზნეცოვი-24), 3:0 ნისკანენი-3 (ოვეჩკინი-16, ბექსტრიომი-29), 4:0 ნისკანენი-4 (ტ. უილსონი-5, ბიგლი-10), 5:0 ჯ. უილიამსი-14 (ბექსტრიომი-30, ორპიკი-10).
რეგულარულ ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს. "ვაშინგტონმა" ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო, ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხში შაიბა არ გაუშვა და პირველ ადგილზეა ორივე კონფერენციაში. "კოლამბუსი", რომელიც დიდი ხანი ლიდერობდა, დედაქალაქელებს ერთი ქულით ჩამორჩა, თუმცა, ერთი თამაში თადარიგში აქვს.
ცნობისთვის, მინიმუმ ცხრამატჩიანი მოგებათა სერია ამ სეზონში კიდევ სამ გუნდს ჰქონდა: "კოლამბუსს", "მინესოტასა" და "ფილადელფიას".
ჩიკაგო-მინესოტა 2:3
1:0,
გოლები: 1:0 პ. კეინი-13 (ანისიმოვი-14, პანარინი-26), 2:0 პ. კეინი-14 (ანისიმოვი-15), 2:1 ნიდერაიტერი-12 (მიკაელ გრანლუნდი-25, ბროდინი-13), 2:2 კ. სტიუარტი-9 (შრიოდერი-4, რ. სუტერი-20), 2:3 პომინვილი-6 (სკანდელა-3).
დასავლეთი კონფერენციის ახალი ლიდერი გახდა "მინესოტა", რომელმაც "ჩიკაგო" დაამარცხა და სწორედ ამ გუნდს გაუსწრო გათამაშების ცხრილში. არადა, "ბლეკჰოქსი" პატრიკ კეინის დუბლით 2:0 დაწინაურდა, მაგრამ, მეკარე დევან დუბნიკის შესანიშნავი თამაშის წყალობით (33 სეივი), "მინესოტამ" დამაჯერებლობა იგრძნო - მან ჯერ მეორე პერიოდში ანგარიში გაათანაბრა, მესამე 20-წუთეულში კი შეხვედრას წერტილი დაუსვა ჯეისონ პომინვილმა.
აღსანიშნავია, რომ "მინესოტა" 2014-15 წლების სეზონიდან მოყოლებული, მუდმივად ამარცხებს "ჩიკაგოს" და ეს სერია უკვე 10 მატჩამდე ავიდა.
ვანკუვერი-ნიუ ჯერსი 1:2 (ლ)
0:0, 1:1, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 ლ. ერიქსონი-10 (ჰ. სედინი-19, დ. სედინი-14), 1:1 ქუინსი-3 (სევერსონი-18, ბენეტი-7), 1:2 ტ. ჰოლი-11 (ზეიჯაკი-19).
"ვანკუვერმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, აქედან სამი არა ძირითად დროში (ორჯერ ოვერტაიმში და ერთხელ ბულიტების სერიაში). "ნიუ ჯერსის" გამარჯვება ტეილორ ჰოლმა მოუტანა ოვერტაიმის დაწყებიდან წუთსა და 28 წამზე.
ანაჰაიმი-სტ. ლუისი 1:2 (ო)
0:0, 0:1, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 ბერგლუნდი-9 (ფაბრი-17, პერონი-13), 1:1 რაკელი-18 (გეტცლაფი-28, ჰოლცერი-5), 1:2 ბერგლუნდი-10 (შვარცი-13).
"სენტ ლუისმა" წარმატებით დაასრულა ტურნე დასავლეთ სანაპიროზე - "სან ხოსესთან" "მშრალი" ანგარიშით მოგების შემდეგ, "ბლუზმენებმა" სტუმრად დაამარცხეს "ანაჰაიმი". არადა, "დაქსის" მოედანზე 2009 წლის შემდეგ არ მოეგოთ და ზედიზედ 10 წაგება ჰქონდათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"