"მონრეალს" ბოლო ორ კვირაში მხოლოდ ერთი მოგება აქვს, "ბოსტონს" კი ძალიან მოუხდა მთავარი მწვრთნელის კლოდ ჟულიენის გაშვება - მას შემდეგ, გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და დაიბრუნა ადგილი პლეი ოფის ზონაში.
* * *
ამ სეზონის საუკეთესო მცველმა, "სან ხოსეს" ლიდერმა ბრენტ ბერნსმა თავის გუნდს "ნიუ ჯერსისთან" გასვლითი მატჩის მოგებაში შეუწყო ხელი. ამით, "ზვიგენებმა" შეწყვიტეს
"ნიუ ჯერსის" ბოლო ცხრა საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
* * *
შინ "დეტროიტის" დამარცხების შემდეგ, "მინესოტამ" ზედიზედ მეხუთე მატჩში დააგროვა ქულები და კვალში უდგას ჩემპიონატის ლიდერ "ვაშინგტონს". ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ოთხ ქულას შეადგენს, თან "მინესოტას" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
"დეტროიტმა" წაგება საკუთარ უდისციპლინობას უნდა დააბრალოს - მინესოტელებმა სამჯერ მოახერხეს რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება.
* * *
"ნეშვილი" 33-ე წუთისთვის 0:3-ს აგებდა "დალასთან" საშინაო მატჩში, მაგრამ მესამე პერიოდის პირველ ექვს წუთში გაათანაბრა ანგარიში, რის შემდეგაც, ფილიპ ფორსბერგმა რიცხობრივ უმცირესობაში გატანილი გოლით წინ გაიყვანა მასპინძლები. "პრედატორზში" მთავარი გმირები იყვნენ მცველები: რომან იოსიმ დუბლი შეასრულა, პი კეი საბენმა კი ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა და კარიერაში 300 ქულა დაუგროვდა.
"დალასმა" ბოლო ექვს მატჩში მეხუთედ წააგო.
მინესოტა-დეტროიტი 6:3
2:0, 1:2, 3:1
გოლები: 1:0 მიკაელ გრანლუნდი-16 (მ. კოივუ-23, ოლოფსონი-1), 2:0 ნიდერაიტერი-19 (მ. კოივუ-24, პროსერი-4), 2:1 მანტა-13 (უე-7, ნიკუისტი-22), 3:1 კოილი-14 (პომინვილი-24, ოლოფსონი-2), 3:2 ზეტერბერგი-13 (უე-8, მანტა-16), 4:2 პარიზე-12 (პომინვილი-25), 4:3 ათანასიუ-14 (იენსენი-5, კრონვალი-6), 5:3 ფოლინი-2 (კოილი-30), 6:3 პარიზე-13 (ე. სტაალი-28, სპარჯონი-19).
აილენდერსი-კოლორადო 5:1
1:1, 1:0, 3:0
გოლები: 0:1 კოლბორნი-4 (მარტინსენი-3, ტიუტინი-9), 1:1 ნ. ლედი-9 (ს. ჯონტა-2, სიზიკასი-16), 2:1 სტროუმი-9 (ტავარესი-25, ნ. ლედი-21), 3:1 ა. ლი-20 (ტავარესი-26, ბოიჩაკი-12), 4:1 ა. ლი-21 (ბოიჩაკი-13, ნ. ლედი-22), 5:1 ჩიმერა-13 (ნელსონი-18).
ნეშვილი-დალასი 5:3
0:2, 1:1, 4:0
გოლები: 0:1 ჯეიმი ბენი-18 (ფაკსა-19, სეგუინი-32), 0:2 შარპი-7 (სეგუინი-33, ჯეიმი ბენი-33), 0:3 შორი-9 (რიტჩი-7, სეგუინი-34), 1:3 იოსი-8 (არვიდსონი-21), 2:3 იოსი-9 (ჯ. ნილი-8, საბენი-14), 3:3 იარნკროკი-11 (ჯ. ნილი-9, საბენი-15), 4:3 ფორსბერგი-16, 5:3 ფიშერი-14.
ბოსტონი-მონრეალი 4:0
1:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 მაკუეიდი-2 (სელარიკი-1, კრუგი-31), 2:0 ხარა-5 (სპუნერი-21, მარშანი-34), 3:0 კრეიჩი-14 (ბეკსი-14, სელარიკი-2), 4:0 ვატრანი-8 (კრეიჩი-25, პასტრნაკი-23).
ბაფალო-ვანკუვერი 2:4
2:2, 0:2, 0:0
გოლები: 1:0 ენისი-4 (როდრიგესი-1), 1:1 ჰორვატი-17 (ჰატონი-10, მარკუს გრანლუნდი-10), 1:2 ჩაპატი-2 (დ. სედინი-19), 2:2 ოკსოპო-18 (რისტოლაინენი-28, რ. ო'რაილი-24), 2:3 ბაპროუზი-9 (სტეჩერი-14, ჰორვატი-21), 2:4 ჩაპატი-3 (ედლერი-11, ბაროუზი-11).
ნიუ ჯერსი-სან ხოსე 1:4
1:0, 0:3, 0:1
გოლები: 1:0 პარენტო-13 (ტ. ჰოლი-23, ჯოზეფსონი-6), 1:1 ბერნსი-23 (ჯ. ტორნტონი-32, პ. მარტინი-15), 1:2 ბერნსი-24 (ლაბანკი-9, პაველსკი-30), 1:3 ჯ. ტორნტონი-5 (ვლასიკი-16, ლაბანკი-10), 1:4 ჰერტლი-6 (ჯ. ბრაუნი-6, ჯ. უორდი-16).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"