ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: სტუმრების დღე

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სეზონის მეორე ნაწილი დაიწყო - სტენლის თასის გათამაშება ხუთი მატჩით გაიხსნა...

მეკარეების დუელად გადაიქცა "მონრეალისა" და "რეინჯერსის" პირველი მატჩი. მართალია, "კანადიენსი" დივიზიონის ჩემპიონის რანგში შეხვდა პლეი ოფს, ხოლო ნიუიორკულ გუნდს უაილდ-ქარდი ერგო, ამგვარი დაყოფა პირობითია და ამ წყვილში ფავორიტის დასახელება რთულია. ამაზე მეტყველებს სერიის პირველი მატჩი - თამაში თანაბარი იყო და გუნდებმა 31-31 ზუსტი დარტყმა შეასრულეს.

მატჩის გმირი გახდა "რეინჯერსის" მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტი. მას არ ჰქონდა კარგი რეგულარული ჩემპიონატი, მაგრამ პლეი ოფი "შათაუტით" დაიწყო. "მონრეალის" არც ერთმა
დარტყმამ არ მიაღწია მიზანს, ლუნდკვისტმა კი მეათე "მშრალი" მატჩი ჩაატარა პლეი ოფში და "რეინჯერსის" ყველა დროის რეკორდსმენი გახდა (გაუსწრო მაიკ რიხტერს).

"მონრეალის" მეკარე კერი პრაისი 31-დან ერთ დარტყმას ვერ გაუმკლავდა, ერთიც "რეინჯერსმა" ცარიელ კარში გაიტანა და ნიუიორკელებმა სერიაში საკუთარი მოედნის უპირატესობა მიიღეს.

* * *
"ბოსტონმაც" სტუმრად მოიგო, თან ეს ძალიან უცნაურად გააკეთა. საქმე ისაა, რომ მეორე პერიოდში "დათვებმა" ვერც ერთი (!) ზუსტი დარტყმა ვერ შეასრულეს. მაგრამ მესამე პერიოდში, 0:1-ზე სტუმრებმა თამაშის ტემპს მოუმატეს, ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ძირითადი დროის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე კი "ბრუინზის" საუკეთესო ბომბარდირმა ბრედ მარშანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

* * *
კიდევ ერთი მოგებული სტუმარი გუნდი გახდა "სან ხოსე". "ზვიგენები" პირველ პერიოდში ორი შაიბით ჩამორჩნენ "ედმონტონს", მაგრამ კარგად ისარგებლეს მომდევნო პერიოდებში მეტოქის პასიურობით. "ოილერზმა" ჯამში მხოლოდ 19 ზუსტი დარტყმა შეასრულა, იმ დროს, როცა მასპინძლების მეკარეს კემ ტელბოს 41 დარტყმის მოგერიება მოუწია. მან თითო შაიბა გაუშვა მეორე და მესამე პერიოდებში, ოვერტაიმში კი მელკერ კარლსონისგან მიიღო გოლი და ჩამორჩნენ სერიაში - 0:1.

* * *
რთულ სიტუაციაში ჩავარდა "პიტსბურგი" "კოლამბუსთან" მატჩის წინ. მოთელვისას ტრავმა მიიღო გუნდის ძირითადმა მეკარემ მეტ მიურეიმ და კარში ჩადგა მარკ-ანდრე ფლერიმ. ცვლილებამ გაამართლა - ფლერიმ 32-დან 31 დარტყმა მოიგერია და მატჩის მთავარი გმირი გახდა. პირველ პერიოდში მის ანგარიშზე 16 სეივი მოდიოდა. ფლერის საიმედო თამაშმა პარტნიორებზე კარგად იმოქმედა და მათ მეორე პერიოდში სამი შაიბა გაიტანეს, რითაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

* * *
გუშინდელი დღის ერთ-ერთი გმირი იყო "სენტ ლუისის" მეკარე ჯეიკ ალენი. მინესოტელებმა მისი კარის მიმართულებით 52 (!) დარტყმა შეასრულეს და ალენმა მხოლოდ ერთხელ გაუშვა.

პიტსბურგი-კოლამბუსი 3:1
0:0, 3:0, 0:1
გოლები: 1:0 რუსტი-1 (კესელი-1, მალკინი-1), 2:0 კესელი-1 (შულცი-1, მალკინი-2), 3:0 ბონინო-1 (ჰორნკვისტი-1, მაატა-1), 3:1 კალვერტი-1 (ჯ. ანდერსონი-1).
სერია: 1-0

მონრეალი-რეინჯერსი 0:2
0:1, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 გლასი-1, 0:2 გრაბნერი-1 (ფასტი-1).
სერია: 0-1

ოტავა-ბოსტონი 1:2
0:0, 1:0, 0:2
გოლები: 1:0 ბ. რაიანი-1 (ე. კარლსონი-1), 151 ვატრანო-1 (რაილი ნეში-1, მაკუეიდი-1), 1:2 მარშანი-1 (პ. ბერჟერონი-1, პასტრნაკი-1).
სერია: 0-1

მინესოტა-სტ. ლუისი 1:2 (ო)
0:0, 0:1, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 სობოტკა-1 (სტინი-1), 1:1 პარიზე-1 (მ. კოივუ-1, მიკაელ გრანლუნდი-1), 1:2 ედმუნდსონი-1 (ტარასენკო-1, შვარცი-1).
სერია: 0-1

ედმონტონი-სან ხოსე 2:3 (ო)
2:0, 0:1, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 კლეფბომი-1 (ებერლე-1, ლუჩიჩი-1), 2:0 ლუჩიჩი-1 (ლეტესტუ-1, მაკდევიდი-1), 2:1 ჯ. უორდი-1 (დონსკოი-1, ვლასიჩი-1), 2:2 პ. მარტინი-1 (ჰერტლი-1), 2:3 მ. კარლსონი-1 (პაველსკი-1, ვლასიჩი-2).
სერია: 0-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუნდკვისტი ბოლოათწლეულის ს აუკეთესო მეკარეა.ლომის წილია მისი როლი N.Y.Rangers-ის წარმატებაში.სასწაული მეკარეა
კახა ქირია
21:05 14-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული